ალექსანდრე შიშკოვი
ალექსანდრე არდალიონის ძე შიშკოვი (რუს. Александр Ардалионович Шишков; დ. 1799 — გ. 27 სექტემბერი, 1832, ტვერი) — რუსი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი.
ალექსანდრე შიშკოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1799 |
დაბადების ადგილი | რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 27 სექტემბერი (9 ოქტომბერი), 1832 |
გარდაცვალების ადგილი | ტვერი |
საქმიანობა | მწერალი და პოეტი |
ენა | რუსული ენა |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
ბიოგრაფია
რედაქტირებაწერდა ცარიზმის მამხილებელ ლექსებს. 1818 წელს საქართველოში გადმოასახლეს, სადაც 3 წელი დაჰყო. 1834-1835 წლებში ალექსანდრე პუშკინის ინიციატივით გამოქვეყნდა შიშკოვის თხზულებათა ოთხტომეული. საქართველოს ეხება შიშკოვის დაუმთავრებელი რომანი ქეთევანი ანუ საქართველო 1812 წელს, რომელშიც გადმოცემულია 1812 წლის კახეთის აჯანყების მზადების ამბები.
რჩეული ნაწარმოები
რედაქტირება- «Восточная лютня» (მოსკოვი, 1824);
- «Опыты» (მოსკოვი, 1828);
- «Избранный немецкий театр» (მოსკოვი, 1831, 4 ტ.);
- «Двадцать четвертое февраля», ზ. ვერნერი (მოსკოვი, 1832);
- «Наполеон Бонапарте», ალ. დიუმა (მოსკოვი, 1832),
- «Сочинения и переводы капитана Шишкова» (პეტერბურგი, 4 ნაწ., 1834-1835).
ლიტერატურა
რედაქტირება- შადური ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 10.