ალექსანდრე შანიძე
ალექსანდრე შანიძე (დ. 15 აგვისტო, 1907, ზემო ნოღა — გ. ?) — ქართველი საბჭოთა პოეტი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1932 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პირველი წიგნი „ლექსები“ 1928 წელს გამოაქვეყნა. ეკუთვნის ძირითადი პოეტური კრებულები: „მეჩვიდმეტე“ (1934), „ლექსები“ (1937), „საბრძოლო სიმღერები“ (1943), „სიყვარულმა მათქმევინა“ (1955), „გულისნადები“ (1962), „რაც მინატრია“ (1967), „სახატე მზის და ვარდისა“ (1975), „ნატვრისთვალი“ (1977), „არდავიწყება“ (1980), „დაბინდებამდე“ (1988), „ვარსკვლავეთის სავანე“ (1989), „მწუხრი ივერიისა“ (1995). მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ბელორუსიულ ენებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 683.