ალექსანდრე ფალავანდიშვილი
ქართველი ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
ალექსანდრე ფალავანდიშვილი (დ. 21 მარტი, 1953, თბილისი) — ქართველი მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1976-1991 წლებში იყო მოსკოვის №67 საავადმყოფოსთან არსებული კარდიო-სამეანო სტაციონარის მეან-გინეკოლოგი. 1994 წლიდან თბილისის ექსპერიმენტული სამშობიარო სახლის მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომისა მეან-გინეკოლოგიის აქტუალურ საკითხებზე.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „EPH ჰესტოზი გულის მანკით დაავადებულ ორსულებში“, დაიცვა 1988 წელს.