ალექსანდრე ტრალელი

ალექსანდრე ტრალელი (ლათ. Alexander Trallianus; დ. დაახლ. 525 – გ. 605) — ბიზანტიელი ექიმი. ქალაქ ტრალეს (ახლანდ. აიდინი) მკვიდრი. ექიმ სტეფანუსის ვაჟი და არქიტექტორ ანთიმოზის (აია-სოფიას ამშენებელი) ძმა. ავტორია 12-ტომიანი თხზულებისა შიდა დაავადებების შესახებ, რომელიც მთელი შუა საუკუნეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო (თარგმნილია ლათინურ, სირიულ, არაბულ და ებრაულ ენებზე). მკურნალობის დროს ყურადღებას ამახვილებდა დაავადებულის კონსტიტუციაზე, ასაკზე, სქესზე, ძალთა მდგომარეობაზე და ცხოვრების წესზე. ექიმების უმნიშვნელოვანეს დავალებად თვლიდა დაავადებულთათვის შესაბამისი კვების რეჟიმის დანიშვნას. მისი დევიზი იყო „სწორი კვება ყველა დაავადებულის მკურნალობის ძირითადი ნაწილია“. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დაავადებების თავიდან აცილებას და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას.[3]

ალექსანდრე ტრალელი
ბერძ. Ἀλέξανδρος ὁ Τραλλιανός
დაბ. თარიღი 525[1]
დაბ. ადგილი ტრალე, ლიდია[2]
გარდ. თარიღი 605
გარდ. ადგილი რომი
მოქალაქეობა ბიზანტიის იმპერია
საქმიანობა ექიმი
მამა Stephanus of Tralles
  1. Александр Тралесский // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1905. — Т. доп. I. — С. 75–76. — 956 с.
  2. Александръ Тралесскій // Энциклопедический лексиконСПб: 1835. — Т. 1. — С. 464.
  3. Шилинис Ю. А. Александр Траллийский // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 445.