ალექსანდრე როიტბაკი
ალექსანდრე ილიას ძე როიტბაკი (რუს. Ройтбак, Александр Ильич; დ. 17 თებერვალი, 1919, ოდესა — გ. 24 დეკემბერი 1991, თბილისი[3]) — ქართველი ფიზიოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1968). ივანე ბერიტაშვილის მოწაფე. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის თავის ტვინის ქერქის ზოგადი ფიზიოლოგიური ლაბორატორიის გამგე (1960 წლიდან).
ალექსანდრე როიტბაკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 17 თებერვალი, 1919[1] |
დაბ. ადგილი | ოდესა[1] |
გარდ. თარიღი | 24 დეკემბერი, 1991 (72 წლის) ან 1991[2] |
გარდ. ადგილი | თბილისი |
საქმიანობა | პროფესორი[2] და ფიზიოლოგი |
მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ბოგომოლეცის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | საპატიო ნიშნის ორდენი |
მისი ძირითადი შრომები ეხება ნეიროფიზიოლოგიის საკითხებს. შეისწავლა თავის ტვინის ქერქის პირდაპირი პასუხები და დაასაბუთა დენდრიტულ პოტენციალთა პოსტსინაფსური ბუნება. ქერქის პირველადი პასუხები გამოიყენა პირობითი რეფლექსების გამომუშავებისა და ჩაქრობის პროცესების ანალიზისათვის.
აღმოაჩინა, რომ ქერქის რიტმული ელექტრული გაღიზიანებისას მასში შეიძლება ჩამოყალიბდეს აგზნების კერა — „დომინანტა“. დაადგინა, რომ ადამიანის რეაქციის დრო დაკავშირებულია სუნთქვის ფაზებთან, დაამტკიცა თავის ტვინის ქერქში ხანგრძლივ ელექტრულ პოტენციალთა წარმოშობაში ნეიროგლიის მონაწილეობა. როიტბაკი არის პირობითი რეფლექსების საფუძვლის დროებითი კავშირების წარმოშობაში ნეიროგლიის როლის ჰიპოთეზის ავტორი.
1960 წლიდან იყო თავის ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
თხზულებები
რედაქტირება- Биоэлектрические явления в коре больших полушарий, ч. 1, Тб., 1955;
- Нейроглия и образование новых нервных связей в коре мозга, წგნ.: Механизмы формирования и торможения условных рефлексов, М., 1973.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 423.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Ройтбак Александр Ильич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 2.0 2.1 Deutsche Nationalbibliothek Record #172348102 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ ალექსანდრე ილიას ძე როიტბაკი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-04-16.