ალექსანდრე ჟაროვი
ალექსანდრე ალექსის ძე ჟაროვი (დ. 13 აპრილი [ ძვ. სტ. 31 მარტი], 1904, სოფ. სემიონოვსკაია, ახლანდელი მოჟაისკის რაიონი, მოსკოვის ოლქი — გ. 7 სექტემბერი, 1987, მოსკოვი) — საბჭოთა პერიოდის რუსი პოეტი. სკკპ წევრი 1920-იდან. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1921-იდან. მისი ლექსების პირველი კრებულია „ყინულმჭრელი“ (1925). ჟაროვს ეკუთვნის პოემები: „კომკავშირელი“ (1924), „ოსტატი იაკობი“ (1924), „გარმონი“ (1926), „ვარია ოდინცოვა“ (1938) და სხვა. ბევრი მისი ლექსი სიმღერად იქცა. დაჯილდოებულია 4 ორდენითა და მედლებით.
ალექსანდრე ჟაროვი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 31 მარტი (13 აპრილი), 1904[1] |
დაბადების ადგილი | მოსკოვის გუბერნია |
გარდაცვალების თარიღი | 7 სექტემბერი, 1984[1] (80 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | კალიტნიკოვსკოიეს სასაფლაო |
საქმიანობა | პოეტი[2] და მწერალი |
ენა | რუსული ენა |
მოქალაქეობა |
![]() |
ჟანრი | ლექსი, სიმღერა და პოემა |
ჯილდოები | ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“, მედალი „საბჭოთა არქტიკის დაცვისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, მედალი „იაპონიაზე გამარჯვებისათვის“, მედალი „შრომის ვეტერანი“, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი და მოსკოვის 800 წლისთავის მედალი |
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 244.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ The Fine Art Archive — 2003.