ალექსანდრე ოდიშელიძე
ალექსანდრე ილიას ძე ოდიშელიძე (დ. უცნობია — გ. 10 მაისი, 1933, პარიზი) — ქართველი სამხედრო ოფიცერი, გენერალ ილია ოდიშელიძის შვილობილი.
სწავლობდა ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც არ დაუმთავრებია I მსოფლიო ომში რუსეთის იმპერიის არმიის რიგებში მოხალისედ წასვლის გამო. მსახურობდა პორუჩიკად 1-ლ საავტომობილო მეტყვიამფრქვეველთა ასეულში, შემდეგ შტაბს-კაპიტნად 1-ლ ჯავშნოსან ავტომობილთა დივიზიონში. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1915 წელს პოლონეთში, ქალაქ პულტუსკთან ბრძოლაში.[1] დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV, წმ. სტანისლავის III (ორივე 1915) და წმ. გიორგის IV ხარისხის (1916) ორდენებით. 1917 წელს შტაბს-კაპიტნის წოდებით გადაიყვანეს დვინსკის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს უცხოეთის მოქალაქის სტატუსით ცხოვრობდა დონის როსტოვში (განზრახული ჰქონდა ნოვოჩერკასკის ინსტიტუტის დამთავრება). ირიცხებოდა თეთრი მოძრაობის ე. წ. დონის არმიაში. 1919 წლიდან პოდპოლკოვნიკი, პოლკოვნიკი. შემდეგ ემიგრაციაში ცხოვრობდა საფრანგეთში.
ლიტერატურა
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Одишелидзе Александр, «Памяти героев Великой войны 1914–1918».