ალექსანდრე მიქაბერიძე
ალექსანდრე მიქაბერიძე (დ. 1866, ყუმისთავი, წყალტუბოს რაიონი, გ. 1943) — ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე.
ალექსანდრე მიქაბერიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1866 |
დაბადების ადგილი | ყუმისთავი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 1943 |
საქმიანობა | მწერალი და საზოგადო მოღვაწე |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი | ვარშავის უნივერსიტეტი |
1893 წელს დაამთავრა ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
მასწავლებლად მუშაობდა თბილისის და ქუთაისის გიმნაზიებში; 1898 წლიდან იყო ქართულ გიმნაზიაში გამგის თანაშემწედ, ხოლო შემდეგ გამგედ; 1918 წელს მიწვეული იყო განათლების უწყების ცენტრალურ სამმართველოში დირექტორის მოადგილედ; XIX საუკუნის 90–იანი წლებიდან აქტიურად თანამშრომლობდა იმდროინდელ ქართულ პრესაში; მონაწილეობა აქვს მიღებული „საქართველოს განთავისუფლების ლიგის“ წესდების შემუშავებაში, რისთვისაც იგი დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში მოათავსეს; ავტორია საბავშვო მოთხრობებისა: „უდანაშაულო მსხვერპლი“ (1895), „სამშობლოსათვის თავდადებული“ (1899), „სამშობლოს სიყვარული“ (1902); მას ეკუთვნის თარგმანები, ქართველი მწერლებისადმი და საზოგადო მოღვაწეებისადმი მიძღვნილი ნაშრომები — „მოგონებები იაკობ გოგებაშვილზე“ (1937), „სილოვან ხუნდაძე“, „შიო ჩიტიძე“; შეადგინა „ელინური მითები“ (1938–1949) ჰომეროსის პოემების მიხედვით – „ტროადის ომი“ და „ოდისეა“; წერდა „პელაგიაშვილისა“ და „უმისთაველის“ ფსევდონიმებით.
იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიოგრაფიული ლექსიკონი — ალექსანდრე მიქაბერიძე — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა