ალექსანდრე მაჭავარიანი

ალექსანდრე გიორგის ძე მაჭავარიანი (დ. 4 (16) თებერვალი1884, ბათუმი, ბათუმის ოლქი, რუსეთის იმპერია — გ. 21 აპრილი, 1941, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

ალექსანდრე მაჭავარიანი
დაბ. თარიღი 1884 ან 4 (16) თებერვალი, 1884
დაბ. ადგილი ბათუმი
გარდ. თარიღი 22 აპრილი, 1941(1941-04-22)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა პოლიტიკოსი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალქექსანდრე მაჭავარიანი დაიბადა 1884 წელს ქალაქ ბათუმში. პირველდაწყებითი განათლება სახლში მიიღო. 1902 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ შევიდა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. 1907 წელს სამედიცინო ფაკულტეტის მეოთხე კურსიდან გადავიდა პეტერბურგის სამხედრო–სამედიცინო აკადემიაში, რომელიც 1910 წელს წარჩინებით დაამთავრა.

ა. მაჭავარიანი სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ პრაქტიკის მისაღებად მივლინებულ იქნა აკადემიის ქირურგიულ კლინიკაში. 1911 წლის ზაფხულში კათედრის დავალებით გაემგზავრა სვანეთში ჩიყვის ეპიდემიის შესასწავლად და ამ მასალაზე დაყრდნობით, 1914 წელს პეტერბურგის სამხედრო–სამედიცინო აკადემიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. იმავე წლის ზაფხულში დანიშნეს ქ. ვარშავის ჰოსპიტალში ორდინატორად. 1914–1918 წლებში ფრონტზე იყო და სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა ქირურგად.

1917 წლის ოქტომბრიდან ა. მაჭავარიანი კავკასიაში ჩამოვიდა. 1918 წლიდან მუშაობდა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში და საავადმყოფოებში ქირურგ-კონსულტანტის თანამდებობაზე. 1919 წელს არჩეულ იქნა ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრის გამგედ. ა. მაჭავარიანი ამავე დროს მუშაობდა ქ. თბილისის მეორე საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილების გამგედ. იყო საქართველოში ჯანდაცვის ორგანიზატორი, თბილისის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ერთ–ერთი დამაარსებელი. მისი თაოსნობით დაარსდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო კლინიკა. საქართველოში კლინიკური ქირურგიის ერთ–ერთი ფუძემდებელია. შეისწავლა ფარისებრი ჯირკვლის, ჭიანაწლავის, სწორი ნაწლავის კიბოს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, სახსრების ქირურგიის პათოლოგიისა და სხვა საკითხები. გამოცემული აქვს სახელმძღვანელოები სამედიცინო ქირურგიის სხვადასხვა სფეროში.

1927 წელს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი. ამასთანავე 1929-1930 წლებში მუშაობდა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედაც.

1934-1935 წლებში იყო საქართველოს ექიმთა საზოგადოების ქირურგიული სექციის თავმჯდომარე. 1936 წელს დაინიშნა საქართველოს მედინსტიტუტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის დეკანად. ამავდროულად ის იყო ჯანსახკომთან არსებული სამეცნიერო საბჭოს წევრი. იყო ამიერკავკასიის ქირურგთა ორივე ყრილობის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.

1929 წლიდან იყო საქართველოს ცაკის წევრობის კანდიდატი, ხოლო 1931 წლიდან მისი წევრი. 1937 წელს ა. მაჭავარიანი დანიშნულ იქნა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისრის მოადგილედ.

1937 წლის 12 დეკემბერს არჩეულ იქნა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს I მოწვევის დეპუტატად ეროვნებათა საბჭოში (აჭარის ასსრ-ის ჩაქვის №292 საარჩევნო ოლქიდან).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • 1939 — საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება