ალექსანდრე კარელინი

ალექსანდრე ალექსანდრეს ძე კარელინი (რუს. Алекса́ндр Алекса́ндрович Каре́лин; დ. 19 სექტემბერი, 1967, ნოვოსიბირსკი) — საბჭოთა და რუსი სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ხუთი მოწვევის სახელმწიფო დუმის წევრი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1988), რუსეთის ფედერაციის გმირი (1997).

ალექსანდრე კარელინი
პირადი ინფორმაცია
მეტსახელ(ებ)ი „რუსი დათვი“,[1] „რუსი კინგ-კონგი“,[2] „ალექსანდრე დიდი“
ეროვნება რუსი
დაბ. თარიღი 19 სექტემბერი, 1967 (1967-09-19) (57 წლის)
დაბ. ადგილი ნოვოსიბირსკი, რსფსრ, სსრკ
სიმაღლე 191 სმ სმ
წონა 130 კგ კგ
საიტი karelin.ru
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთის დროშა რუსეთი
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ბერძნულ-რომაული
კლუბი დინამო
მწვრთნელი ვიქტორ კუზნეცოვი[3]
ჯილდოები საპატიო ორდენი, რუსეთის ფედერაციის გმირი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-4 ხარისხი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და სსრკ-ის სპორტის ოსტატი
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ოქრო სეული 1988 130 კგ
ოქრო ბარსელონა 1992 130 კგ
ოქრო ატლანტა 1996 130 კგ
ვერცხლი სიდნეი 2000 130 კგ
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო მარტინი 1989 130 კგ
ოქრო ოსტია 1990 130 კგ
ოქრო ვარნა 1991 130 კგ
ოქრო სტოკჰოლმი 1993 130 კგ
ოქრო ტამპერე 1994 130 კგ
ოქრო პრაღა 1995 130 კგ
ოქრო ვროცლავი 1997 130 კგ
ოქრო ევლე 1998 130 კგ
ოქრო ათენი 1999 130 კგ
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო კულბოტნი 1988 130 კგ
ოქრო ოულუ 1989 130 კგ
ოქრო პოზნანი 1990 130 კგ
ოქრო აშაფენბურგი 1991 130 კგ
ოქრო კოპენჰაგენი 1992 130 კგ
ოქრო სტამბოლი 1993 130 კგ
ოქრო ათენი 1994 130 კგ
ოქრო ბეზანსონი 1995 130 კგ
ოქრო ბუდაპეშტი 1996 130 კგ
ოქრო მინსკი 1998 130 კგ
ოქრო სოფია 1999 130 კგ
ოქრო მოსკოვი 2000 130 კგ

ოლიმპიური თამაშების სამგზის გამარჯვებული (1988, 1992, 1996) 130 კგ წონით კატეგორიაში, ცხრაგზის მსოფლიო (1989—1991, 1993—1995, 1997—1999) და თორმეტგზის ევროპის ჩემპიონი (1987—1991, 1993—1996, 1998—2000), 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, დსთ, სსრკ და რუსეთის 13 გზის ჩემპიონი (1988—2000). ივანე პოდუბნის სახელობის ტურნირის ექვსგზის გამარჯვებული. ოთხი „ოქროს ქამრის“ მფლობელი (1989, 1990, 1992, 1994) როგორც პლანეტის საუკეთესო მოჭიდავე. დასახელდა წლის მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენად და ორჯერ რუსეთის საუკეთესო სპორტსმენად. მთლიანი სპორტული კარიერის განმავლობაში მოგებული აქვს 887 ორთაბრძოლა და წაგებული აქვს მხოლოდ ორი.[4][5] მიჩნეულია ბერძნულ-რომაული სტილის საუკეთესო მოჭიდავედ.[3][6][7] კარელინი დასახელდა XX საუკუნის 25 საუკეთესო სპორტსმენთა შორის. იგი შეყვანილია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც სპორტსმენი, რომელსაც 13 წლის განმავლობაში არც ერთი ორთაბრძოლა არ წაუგია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Самин Д. К. Самые знаменитые спортсмены России. — Москва: «Вече» — 2001. — С. 475. — 512 с.
  • Малов В. И. 100 великих олимпийских чемпионов. — Москва: «Вече» — 2006. — С. 408. — 480 с.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Aleksandr Karelin, Wrestler, Law-maker and More. Voice of Russia (25 მარტი, 2009).
  2. Plaschke, Bill (24 ივლისი, 1996). „Forget the Russian Bear: Meet Russian King Kong“. Los Angeles Times. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. 3.0 3.1 Карелин Александр Александрович დაარქივებული 2019-03-31 საიტზე Wayback Machine. . Russian Wrestling Federation
  4. "Alexander Karelin" in The World's Five Greatest Athletes No One Knows დაარქივებული 2016-12-29 საიტზე Wayback Machine. . drjudd.ne
  5. In 1987 he lost to Igor Rostorotsky (1–0) and to Rulon Gardner in 2000 (1–0)
  6. Greco-Roman wrestling. Encyclopædia Britannica Online.
  7. „Karelin loses first-ever international match“. Summer Olympics 2000. Static.espn.go.com. 27 სექტემბერი, 2000. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date= და |archivedate=-ში (დახმარება)