ალექსანდრე იმერეტინსკი
ალექსანდრე იმერეტინსკი (ბაგრატიონი) (დ. 24 სექტემბერი, 1837 — გ. 17 ნოემბერი, 1900) — რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი, იმერეთის მეფეთა შთამომავალი.
ალექსანდრე იმერეტინსკი (ბაგრატიონი) | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 1837 წელი |
დაბადების ადგილი | პეტერბურგი |
გარდაცვალების თარიღი | 1900 წელი |
გარდაცვალების ადგილი | ვარშავა[1] [2] |
კუთვნილება | რუსეთის იმპერია |
სამხედრო სამსახურის წლები | 1857-1900 წწ |
წოდება | გენერალ-ლეიტენანტი |
ბრძოლები/ომები | რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878), პოლონეთის აჯანყება (1863-1864) |
ჯილდოები | წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, თეთრი არწივის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, ოქროს ხმალი მამაცობისათვის, Order of St. George, 3rd class, წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი და წმინდა ვლადიმერის 1-ლი ხარისხის ორდენი |
დაიბადა პეტერბურგში 1837 წელს. 1855 წელს დაამთავრა პეტერბურგის პაჟთა კორპუსი. 1857 წელს მსახურობდა მე-14 ქართველ გრენადერთა პოლკში. მონაწილეობდა ჩეჩნეთისა და დაღესტნის დამორჩილებაში. 1859 წელს თადარიგში გავიდა. 1861 წლიდან კვლავ სამხედრო სამსახურში იყო. 1863 წელს დაამთავრა გენშტაბის აკადემია. მონაწილეობდა პოლონეთის აჯანყების (1863-1864) ჩახშობაში, შემდეგ დაინიშნა ვარშავის სამხედრო ოლქის ჯარების შტაბის უფროსად. 1869 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომში. იმავე 1877 წელს დაინიშნა მე-2 ქვეითი დივიზიის მეთაურად. 1877 წლის 22 აგვისტოს აიღო ლოვჩინის ციხესიმაგრე. 1877 წელს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი. 1879 წელს დაინიშნა გვარდიული ნაწილებისა და პეტერბურგის სამხედრო ოლქის ჯარების უფროსად. 1878 წლიდან 12 წლის განმავლობაში იყო რუსეთის არმიის მთავარი სამხედრო პროკურორი და მთავარი სამხედრო სასამართლოს უფროსი. 1892 წლიდან — სახელმწიფო საბჭოს წევრი. 1897 წლიდან ვარშავის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი და ვარშავის გენერალ-გუბერნატორი.
ალექსანდრე ბაგრატიონი 1900 წელს გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- 100 ქართველი უცხოეთში, თბ., 2011