ალექსანდრე თოფურია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალექსანდრე თოფურია (დ. 28 ივნისი, 1996, ჰალე, გერმანია) — ქართველი შერეული საბრძოლო ხელოვნების პროფესიონალი მებრძოლი. იგი ამჟამად ასპარესობს ზემსუბუქ წონით დივიზონის „აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში“ (Ultimate Fighting Championship, UFC).

ალექსანდრე თოფურია
დაბადების თარიღი 28 ივნისი, 1996
ჰელე, გერმანია
სხვა სახელები ალექსანდრე "დამპყრობელი" თოფურია
ეროვნება ქართველი
ორგანიზაცია UFC
სიმაღლე 170 მ
წონა 63 კგ

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 28 ივნისს, 1996 წელს, გერმანიაში ვესტფალიის ქალაქ ჰალეში, ქართულ ოჯახში. 2004 წელს მისი ოჯახი საქართველოში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო 2013 წელს, როცა ალექსანდრე 16 წლის იყო ისინი ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც მან ვარჯიში საბრძოლო ხელოვნებაში „კლიმენტ კლუბში“ დაიწყო. იგი და მისი ძმა ილია თოფურია პირველი ქართველები არიან ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელნი გახდნენ. [1]

MMA-ის კარიერა

რედაქტირება

ალექსანდრეს ანგარიშზე სულ ჩატარებულია 6 ბრძოლა საიდანაც ერთხელ დამარცხდა, 5 გამარჯვებიდან ალექსანდრემ 3 ნოკაუტით დაასრულა, ხოლო ორი მტკივნეული ილეთით. უკანასკნელად მან გასული წლის მაისში ტურნირ ‘’WOW 9-ში’’ იბრძოლა და პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. ალექსანდრეს UFC-ის კონტრაქტზე მოლაპარაკება 2023 წელსაც მიმდინარეობდა და 2024 წლის 8 აგვისტოს მან ოფიციალურად თავად განაცხადა სოც. ქსელში მსოფლიო საუკეთესო საბრძოლო ორგანიზაციაში მონაწილეობის შესახებ.[2][3]