ალექსანდრე ვერულეიშვილი

ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ვერულეიშვილი (დ. 21 ივლისი, 1916, ხაშური, — გ. 19 იანვარი, 2000, თბილისი) — ქართველი ფერმწერი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1957).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1947). 1949 წლიდან მთავარი მხატვრად მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. მხატვრულად გააფორმა სპექტაკლები: უილიამ შექსპირის „ანტონიუსი და კლეოპატრა” (1956), ვალერიან კანდელაკის „მაია წყნეთელი” (1955), ალექსანდრე ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი” (1959). ვერულეიშვილის შემოქმედება გამოირჩევა ჟანრულ-თემატური მრავალფეროვნებით, ხატავდა საქართველოს პეიზაჟებს, თანამედროვეთა პორტრეტებს.

ლიტერატურა

რედაქტირება