ალექსანდრე ვასილიევი

ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ვასილიევი (დ. 1883, პეტერბურგი — გ. 1928, იქვე) — რუსი ინჟინერ-ჰიდროლოგი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ტვერის გიმნაზია, ხოლო 1907 წელს პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და აქვე დაიწყო მუშაობა ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე.

1920 წლიდან თბილისშია და მოღვაწეობს წყალთა მეურნეობის სამმართველოში ინჟინრად. შეისწავლა მდინარე ხრამი და შეადგინა მისი გამოყენების სქემა, რითაც სათავე დაუდო ხრამჰესის მშენებლობას. ორი წლის შემდეგ ზაჰესის მშენებლობაზე ხელმძღვანელობს ელექტრომექანიკურ განყოფილებას. მშენებლობის დამთავრებისთანავე აწინაურებენ რიონჰესის მშენებლობის მთავარი ინჟინრის მოადგილედ. გამოცდილი სპეციალისტი პარალელურად ამიერკავკასიის საგეგმო კომიტეტის კონსულტანტია ელექტროფიკაციის საკითხებში.

1922 წლიდან ა. ვასილევი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა უნივერსიტეტში და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1926 წელს აირჩიეს პროფესორად. იგი ელექტრონიკის დარგში რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით დასაფლავებულია მისი მეუღლე — ვარვარა აბელის ასული ბაირამაშვილი (დ. 16 იანვარი, 1888, თბილისი — გ. 21 აგვისტო, 1982, იქვე).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 145, თბ., 1994