ალექსანდრე დუდუჩავა

ალექსანდრე იოსების ძე დუდუჩავა (დ. 1901, სოფ. საჭამიასერი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 22 ნოემბერი, 1937, თბილისი) — ქართველი ხელოვნებათმცოდნე, ლიტერატურათმცოდნე. 1920-1930-იანი წლების საქართველოს კულტურული ცხოვრების აქტიური მონაწილე, საბჭოთა ფუნქციონერი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოფიური ფაკულტეტი (1922). 1918-1921 წლებში იყო ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის, 1921 წლიდან — კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის წევრი. 1920-იან წლებში რედაქტორობდა ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებას“, 1927-1930 წლებში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი, 1928-1930 წლებში — „სახკინმრეწვის“ სამხატვრო-პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, 1933 წელს — საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, თსუ-ის პროფესორი, შემდეგ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, ხოლო 1935–1936 წლებში — შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი. 1937 წელს დუდუჩავა დააპატიმრეს „მემარჯვენეთა ანტისაბჭოთა ორგანიზაციის წევრობის“ და „კულტურული მშენებლობის დარგში მავნებლობის“ ბრალდებით. დახვრიტეს იმავე წელს. მის ნაშრომებში განხილულია ქართული მწერლობის, ხელოვნების, ხუროთმოძღვრებისა და სხვა საკითხები, ფორმალისტური სკოლების მხატვრულ-ესთეტიკური პრინციპები.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • თეატრი და დრამატურგია, თბ., 1933.
  • რჩეული წერილები, თბ., 1966.
  • Грузинская живопись: опыт социально-эстетического исследования. Тифлис, 1930.

ლიტერატურა

რედაქტირება