ალექსანდრე დობრჟანსკი

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე დობრჟანსკი (რუს. Алекса́ндр Никола́евич Добржа́нский; დ. 19 აპრილი, 1873, თბილისის გუბერნია, — გ. 15 ნოემბერი, 1937, პარიზი) — რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1917).

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი (1891), კონსტანტინეს სამხედრო სასწავლებელი (1893), საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლური ენების კურსები (1900). სხვადასხვა დროს მსახურობდა 149-ე ქვეითთა შავიზღვისპირა პოლკში, კავკასიის პირველ მსროლელთა ბატალიონში, ლაიბგვარდიის ეგერთა პოლკში. იყო ცნობილი მსროლელი, რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობდა სტოკჰოლმის 1912 წლის საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებში. 1913 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, მეთაურობდა 1-ლ საავტომობილო მეტყვიამფრქვევეთა ასეულს (1916 წლიდან — 1-ლი ჯავშნოსანი საავტომობილო დივიზიონი), ისტორიაში პირველ საავტომობილო სამხედრო ქვედანაყოფს. 1917 წლის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ ემიგრაციაში ცხოვრობდა. მიღებული ჰქონდა სხვადასხვა სამხედრო ჯილდო, მ. შ. ოქროს იარაღი „მამაცობისთთვის“ (1916) და წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი (1917).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება