ალექსანდრე დევიძე

ალექსანდრე დავითის ძე დევიძე (დ. 1886, სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, — გ. 5 თებერვალი, 1940, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი, პედაგოგი, მათემატიკური განათლების ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში.

დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1906 წელს, შემდეგ ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1910 წელს. 1917 წლიდან დაინიშნა სამტრედიის ახალგახსნილი გიმნაზიის დირექტორად. 1930-1940 წლებში იყო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მათემატიკის კათედრის გამგე, პარალელურად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვებთან თანაავტორობით შექმნა მათემატიკის 20–მდე სახელმძღვანელო, რომლებიც 1923-1940 წლებში ქართული სკოლებისათვის ძირითადი ლიტერატურა იყო მათემატიკაში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • ალექსანდრე დევიძე — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)