ალექსანდრე გოცირიძე
ალექსანდრე მიხეილის ძე გოცირიძე (დ. 3 თებერვალი, 1904, სოფ. ნუკრიანი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, — გ. 14 მაისი, 1986, თბილისი) — ქართველი ფიზიოლოგი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1942), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).
1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სამკურნალო ფაკულტეტი. 1928-1933 წლებში მუშაობდა თსუ-ს ფიზიოლოგიის კათედრაზე (ასისტენტი, შემდეგ დოცენტი), 1933 წლიდან გარდაცვალებამდე — ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის გამგე, შეთავსებით — პროფესიულ დაავადებათა და შრომის ჰიგიენის ინსტიტუტის ფიზიოლოგიის განყოფილების გამგე (1934-45). მუშაობდა ასევე გორისა (1942-50) და თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. ეწეოდა სამეცნიერო და ორგანიზაციულ მუშაობას ფიზიოლოგიის საკითხების პოპულარიზაციისათვის.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- სისხლის გადასხმის ფიზიოლოგიისათვის (ავტორი). - თბილისი, 1958. - 31გვ.
- სისხლის გადასხმის საფუძვლები (ავტორი). - თბილისი, საქმედგამი, 1943. - 58გვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ყენია, ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 129.