ალექსანდრე გობრონიძე
ალექსანდრე ამბროსის ძე გობრონიძე (დ. 17 ოქტომბერი, 1925, სოფ. ლიხაური, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 2004) — ქართველი პედაგოგი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1987). 1991–1996 წლებში იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და თავმჯდომარის მოადგილე.
ბიოგრაფია
რედაქტირება1946 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკულტეტი. მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე, 1957–1964 წლებში — ლიხაურის საშ. სკოლის დირექტორად, 1964 წლიდან — ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დაწყებითი განათლების პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანად. 1975 წლიდან იყო ამ ინსტიტუტის პედაგოგიური კათედრის გამგე. იკვლევდა პედაგოგიური თეორიისა და ისტორიის პრობლემებს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ცხოვრებასთან სკოლის კავშირის პრობლემა ი. გოგებაშვილის პედაგოგიკურ მემკვიდრეობაში, ბათ., 1965;
- ი. გოგებაშვილი და აჭარა, ბათ., 1970;
- ახალგაზრდობის ზნეობრივი აღზრდა ბათ., 1976;
- მომავალ მასწავლებელთა მომზადება, ბათ., 1984;
- პედაგოგიკა (დამხმარე სახელმძღვანელო), ბათ., 1996;
- აღზრდის ფილოსოფიური საფუძვლები. დამხმარე სახელმძღვანელო, ბათ., 1997.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 55.