ალექსანდრე გვაზავა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალექსანდრე გვაზავა (დ. 21 ნოემბერი, 1959, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1985–1987 წლებში იყო ჩხოროწყუს რაისაავადმყოფოს ქირურგი. 1988–1990 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის უფროსი ლაბორანტი. 1991–1994 წლებში აკადემიკოს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი. 1990 წლიდან არის თბილისის პირველი საავადმყოფოს ზოგადქირურგიული კლინიკის ქირურგი. თბილისის პირველი საავადმყოფო 1998 წლიდან ამავე საავადმყოფოს მიმღებ–პოლიკლინიკური გაერთიანებების ხელმძღვანელი. ავტორია 7 სამეცნიერო ნაშრომის ბილიარული სისტემის პრობლემებზე.

1994 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ჭეშმარიტი პოსტქოლეცისტექტომური სინდრომი და ნაღვლის კალაპოტის ცვლილებები ქოლეცისტექტომიის შემდეგ.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 63

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება