ალექსანდრე ბრეგაძე
ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ბრეგაძე (დ. 29 მარტი, 1901, ქუთაისი ― გ. 10 მაისი, 1978, თბილისი) ― ქართველი ფიზიოლოგი, პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1972).
ალექსანდრე ბრეგაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 29 მარტი, 1901 |
დაბ. ადგილი | ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 10 მაისი, 1978 (77 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
დასაფლავებულია | საბურთალოს პანთეონი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | ფიზიოლოგი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1926 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის ლაბორანტად, ასისტენტად (1928), დოცენტად (1930), პროფესორად (1940), კათედრის გამგედ (1960). ძირითადი ნაშრომები: „კვების ინდიციდური რეაქციების გამომუშავება შინაურ კურდღებზე“ (1929), „ძაღლის ინდივიდური რეაქცია რიგობით თვლაზე“ (1936), „ერთ და იმავე გამღიზიანებელზე მორიგეობით სხვადასხვაგვარ რეაქციათა გამომუშავება“ (1965) და სხვა. აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1937). დაჯილდოებულია ი. ჯავახიშვილის მედლით (1974, 1976).
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 511-512.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 478.