ალექსანდრე ბახუტოვი
ალექსანდრე მიხეილის ძე ბახუტოვი (ბახუტაშვილი) (დ. 1885, თბილისი, — გ. 8 თებერვალი, 1938, მოსკოვი) — რევოლუციური მოძრაობის მონაწილე რუსეთის იმპერიაში, პროფესიული კავშირების მოღვაწე.
სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში. 1906 წლიდან ცხოვრობდა მოსკოვში. არალეგალური მარქსისტული ლიტერატურის გავრცელების გამო რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. 1909 წლიდან ეკუთვნოდა ბოლშევიკების პარტიას. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების განყოფილება (1914). 1915 წლიდან იყო რუსეთის ერობების და ქალაქების კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ იყო მოსკოვის პროფესიული კავშირების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მოსკოვის შრომის ბირჟის პირველი გამგე, 1918-1919 წლები — რსფსრ-ის შრომის სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრი, 1920 წელს — სამხრეთ-აღმოსავლეთის მშრომელთა არმიის სამხედრო-რევოლუციური საბჭოს წევრი, 1921-1922 წლებში — ამიერკავკასიის პროფკავშირების საბჭოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ამიერკავკასიის სფსრ-ის შრომის სახალხო კომისარიატის ერთ-ერთი ორგანიზატორი, 1923-1929 წლებში — რსფსრ-ს სრომის სახალხო კომისარი. მომდევნო წლებში იყო მეცნიერებისა და სოციალისტური მშენებლობის ტექნიკის მუშაკთა საკავშირო ასოციაციის პასუხისმგებელი მდივანი. 1937 წელს კონტრრევოლუციური მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და 1938 წელს დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1957 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Бахутов, Александр Михайлович // Большая советская энциклопедия : в 66 т. (65 т. и 1 доп.) / гл. ред. О. Ю. Шмидт. — М. : Советская энциклопедия, 1926—1947.