ალექსანდრე ახმეტელის ქუჩა
ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელის ქუჩა — ქუჩა თბილისში, დიდუბის რაიონში (დიღომი); აკაკი ბელიაშვილის ქუჩასა და დავით აღმაშენებლის ხეივანს შორის. ალექსანდრე ახმეტელის სახელი ეწოდა 1963 წელს. ამ ქუჩაზეა კინოსტუდია — დღევანდელი სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმი“. აქვს 1 გასასვლელი.
ალექსანდრე ახმეტელის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | დიდუბის რაიონი |
უბანი | დიღომი |
ალექსანდრე ახმეტელის გასასვლელი
რედაქტირებაალექსანდრე (სანდრო) ახმეტელის გასასვლელი — გასასვლელი თბილისში, დიდუბის რაიონში (დიღომი); ალექსანდრე ახმეტელისა და ევგენი მიქელაძის ქუჩებს შორის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 25-26, ISBN 978-99928-20-35-3.