ალექსანდრე არხანგელსკი

რუსი პოეტი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არხანგელსკი (მრავალმნიშვნელოვანი).

ალექსანდრე გრიგოლის ძე არხანგელსკი (დ. 16 ნოემბერი [ძვ. სტ. 4 ნოემბერი], 1889, ეისკი ― გ. 12 ოქტომბერი, 1938, მოსკოვი) — რუსი პოეტი და პროზაიკოსი.

ალექსანდრე არხანგელსკი
რუს. Александр Григорьевич Архангельский
დაბადების თარიღი 16 ნოემბერი, 1889(1889-11-16)[1]
დაბადების ადგილი ეისკი[2]
გარდაცვალების თარიღი 12 ოქტომბერი, 1938(1938-10-12)[2] [1] (48 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი[2]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
ფსევდონიმი Архип, Надзиратель крапивной грядки და Антон Безлошадный
საქმიანობა პოეტი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
ჟანრი პაროდია

ბიოგრაფია

რედაქტირება

პირველი ნაწარმოები გამოაქვეყნა 1919 წელს. მუშაობდა ჟურნალ „კროკოდილის“ რედაქციაში (1922—1932). მისი ლექსთა კრებულების („სოფლის შაირები“, 1928; „კულაკი და რადიო“, 1931 და სხვა) თემაა საბჭოთა სოფლის ცხოვრება. სატირულ მოთხრობებში, ლექსებსა და ფელეტონებში ამხილებდა ჩამორჩენილობას, ობივატელობას. არხანგელსკის სატირული ნიჭი განსაკუთრებით გამოვლინდა ლიტერატურული პაროდიის ჟანრში.

ლიტერატურა

რედაქტირება