ალექსანდრეს სავაჭრო რიგი

ალექსანდრეს სავაჭრო რიგი (რუს. Александровские торговые ряды) — XIX საუკუნის არქიტექტურის ძეგლი ტაგანროგში. მისი მშენებლობა მიმდინარეობდა 1840-იან წლებში და პროექტის ავტორი იყო იტალიელი არქიტექტორი მ. კამპინიონი[1].

ალექსანდრეს სავაჭრო რიგი
რუს. Александровские торговые ряды
კოორდინატები 47°12′41″N 38°55′21″E / 47.211389° ჩ. გ. 38.9225° ა. გ. / 47.211389; 38.9225
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
მოქანდაკე მ. კამპინიონი
გახსნის თარიღი 1840-იანი წლები
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100134000

თავდაპირველად ეს არქიტექტურული ძეგლი შედგებოდა ორი ერთნაირი ერთსართულიანი შენობისაგან, რომელიც ნახევრად ერტყა ალექსანდრეს მოედანს (ამჟამად წითელი მეოდანი). ამჟამად მათ ყოფს ჩეხოვის ქუჩა.

ალექსანდრეს სავაჭრო რიგის ფასადი ეს არის თაღების ერთობლიობა, რომელსაც ამშვენებს მკაცრი დორიული კოლონები. თაღებს შორის ღრმა ღიობებში განტავსებული იყო მაღაზიები, რომელთაგანაც თითოეულს ჰქონდა ერთი კარი და ორი ფანჯარა. უკანა კარი გადიოდა ეზოში. მაღალ ცოკოლში დატანებული იყო ღრმა სარდაფში ჩასასვლელი. ნაგებობის სტრუქტურა მოგვაგონებს ანტიკურ ტაძარს და არა სავაჭრო ცენტრს. მარჯვენა მხარეს პირველი სავაჭრო ფართი ნაქირავები ჰქონდა ანტონ ჩეხოვის მამას 1874-1876 წლებში. მისი ბიძა ივან ლობოდა, ასევე ფლობდა სავაჭრო ფართს ალექსანდრეს სავაჭრო რიგში. რამდენიმე სავაჭრო ფართი არ ქირავდებოდა და ისინი გამოყენებული იყო საცხოვრებლად.

1911 წელს სავაჭი რიგის მთლიანობა დაირღვა ჩეხოვის ქუჩის № 98-ში ორსართულიანი სახლის მშენებლობის გამო. 1921 წელს პავლე ჩეხოვის ყოფილ მაღაზიის თავზე დააყენეს სკულპტურული კომპოზიცია, რომელიც განასახიერებდა მუშისა და გლეხის სიმბოლურ კავშირს. 1966 წელს სარემონტო სამუშაოების დროს აღნიშნული სიმბოლო მოხსნეს შენობიდან.

1935 წელს, ანტონ ჩეხოვის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით სავაჭრო რიგი გადაკეთდა საზგადოებრივ მოედნად. მეორე მსოფლიო ომის დროს შენობა ბომბმა დააზარალა. დაუზიანებელი ადგილები დღესაც გამოიყენება.

1960 წელს მწერლის 100 წლის იუბილეზე, ტაგანროგში პირდაპირ წითელ მოედანზე დადგეს მწერლის ძეგლი.

ალექსანდრეს სავაჭრო რიგის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა 2007 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • А. Цымбал, «Торговые ряды» // Таганрогская правда 06.02.1992;
  • А. Щербина, «Оптимальный вариант» // Таганрогская правда, 28.03.1985;
  • В. Решетников, «Торговые ряды» // Таганрогская правда, 25.01.1986.
  1. Чеховские места в Таганроге. Путеводитель. Таганрог, 2004