ალექსანდრა პანოვა
ალექსანდრა ალექსანდრეს ასული პანოვა (რუს. Александра Александровна Панова; დ. 2 მარტი, 1989) — რუსი ჩოგბურთელი.
პანოვა 2016 წლის აშშ-ის ღია პირველობაზე | |
ქვეყანა (სპორტი) | რუსეთი |
---|---|
საცხოვრებელი ადგილი | მოსკოვი, რუსეთი |
დაიბადა |
2 მარტი, 1989 კრასნოდარი |
სიმაღლე | 179 სმ |
თამაში | მემარჯვენე |
ფულადი პრიზი | $1,270,643 |
ერთეულები | |
კარიერის ჩანაწერები | 391–295 (57%) |
ტიტულები კარიერაში | 0 |
უმაღლესი რეიტინგი | 71 |
მიმდინარე რეიტინგი | 976 |
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | მე-2 რაუნდი |
საფრანგეთის ღია პირველობა | 1-ლი რაუნდი |
უიმბლდონი | 1-ლი რაუნდი |
აშშ-ის ღია პირველობა | 1-ლი რაუნდი |
წყვილები | |
კარიერის ჩანაწერები | 247–175 (58,5%) |
ტიტულები კარიერაში | 7 |
უმაღლესი რეიტინგი | 38 |
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | მე-2 რაუნდი |
საფრანგეთის ღია პირველობა | მე-3 რაუნდი |
უიმბლდონი | მე-2 რაუნდი |
აშშ-ის ღია პირველობა | მე-2 რაუნდი |
ფედერაციის თასი | 0–1 |
2012 წლის 30 ივლისს ერთეულებს შორის მიაღწია თავისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს, როდესაც გახდა მსოფლიო რეიტინგის 71-ე ნომერი. 2016 წლის 18 იანვარს წყვილთა შორის გადავიდა მსოფლიო რეიტინგის 38-ე ადგილზე.
პანოვას მოგებული აქვს WTA-ს ტურის შვიდი ტურნირი. „ITF Circuit“-ზე წყვილებში მოგებული 16 ტიტულიდან, ორი მოიგო საკუთარ დასთან, ოლგა პანოვასთან ერთად.