ალესანდრო მატრი
ალესანდრო მატრი (იტალ. Alessandro Matri; დ. 19 აგვისტო, 1984, სანტ'ანჯელო-ლოდიჯანო, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს იტალიის სერია A-ს კლუბ „სასუელოში“.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ალესანდრო მატრი | ||
დაბადების თარიღი | 19 აგვისტო, 1984 | ||
დაბადების ადგილი | სან ანჯელო ლოდიჯანო, იტალია | ||
სიმაღლე | 183 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | იუვენტუსი | ||
ნომერი | 32 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1995-1996 | ფანფულა | ||
1996-2004 | მილანი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2002–2007 | მილანი | 1 | (0) |
2004–2005 | → პრატო | 32 | (5) |
2005–2006 | → ლუმეცანე | 32 | (13) |
2006-2007 | → რიმინი | 28 | (4) |
2007-2011 | კალიარი | 125 | (45) |
2011 | → იუვენტუსი | 16 | (9) |
2011-2013 | იუვენტუსი | 69 | (27) |
2013-2016 | მილანი | 0 | (0) |
2014 | → ფიორენტინა | 15 | (4) |
2014-2015 | → ჯენოა | 16 | (7) |
2015 | → იუვენტუსი | 5 | (0) |
2015–2016 | → ლაციო | 19 | (4) |
2016– | სასუელო | 54 | (11) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2011– | იტალია | 7 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 20 მაისი, 2018 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 16 ივნისი, 2015 |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაალესანდრო მატრიმ დაიწყო თავისი კარიერა ფანტულა 1874-ში, საიდანაც 1996 წელს მილანში გადავიდა. 6 წელი მან მილანის პრიმავერაში გაატარა, 2003 წელს კი მას დებიუტი ჰქონდა მილანის მთავარ გუნდში პიაჩენცას წინააღმდეგ. ამის შემდეგ იგი 2 წელი ისევ მილანის პრიმავერას ფეხბურთელი იყო. შემდეგ იგი იჯარით პრატოში, ლუმეცანეში და რიმინიში იყო გადასული.
2007 წელს მატრი ოფიციალურად კალიარის ფეხბურთელი გახდა, სარდინიელებს მისი ტრანსფერი 2.3 მილიონი ევრო დაუჯდათ. დებიუტი მას ნაპოლის წინააღმდეგ ჰქონდა, ხოლო 1-ლი გოლი კი მან პარმას გაუტანა და მოაგებინა თავის გუნდს. მთლიან ჯამში კი იმ სეზონში 6 გოლის გატანა შეძლო 34 მატჩში. დიდ წილად მატრი შეცვლებზე შემოდიოდა, რადგან კალიარის მწვრთნელი უფრო რობერტ აკვაფრესკას და ჯედას ენდობოდა. 2008/09 სეზონში მატრიმ მთლიანობაში 31 თამაში ჩაატარა, თუმცა ძირითადიდან მხოლოდ 11-ჯერ დაიწყო.
2009/10 სეზონში აკვაფრესკა წავიდან გუნდიდან და ესეც მატრის ბრწყინვალე "სარდინიული" კარიერის დასაწყისი და დასასრული იყო, მან 13 გოლის გატანა შეძლო იმ სეზონში, ამას 7 გოლი მან ზედიზედ გაიატანა, რაც ლუიჯი რივას რეკორდი გაიმეორა და რაც მთავარია გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 2011 წელს, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მატრი იჯარით იუვენტუსში გადავიდა 2.5 მილიონ ევროდ და მან თავი მოაწონა ტურინულ კლუბს, რადგან სეზონის ბოლოს იგი უკვე ოფიციალურად გახდა იუვენტუსის ფეხბურთელი. მისი ტრანსფერი კი ბებერ სინიორას 15.5 მილიონი ევრო დაუჯდა და დაიწყო მისი არც თუ ისე სახარბიელო კარიერა.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება2011 წელს მატრი პირველად იქნა ნაკრებში გამოძახებული გერმანიის წინააღმდეგ. 1-ლი გოლი ნაკრებში კი მან უკრაინას გაუტანა ამხანაგურ მატჩში.
მიღწევები
რედაქტირება- იუვენტუსი
- სერია A (3): 2011-12, 2012-13, 2014-15
- იტალიის სუპერთასი (2): 2012, 2013
- იტალიის თასი: 2014-15