ალემ-ი ნისვან (ჟურნალი)

"ალემ-ი ნისვანი" ( ყირიმ..Alem-i Nisvan, Алем-и Нисван, عالم نسوان რუს. «Женский мир») — მსოფლიოში პირველი თურქულ-მუსლიმური ქალთა ჟურნალი, რომელიც გამოდიოდა ყირიმში 1906 წლიდან 1912 წლამდე. ჟურნალის იბეჭდებოდა ყირიმელი თათრების ენაზე, რა დროსაც იყენებდნენ არაბულ ანბანს. მისი დამაარსებელი იყო ისმაილ გასპრინსკი, ხოლო მთავარი რედაქტორი — ისმაილ გასპრინსკის ქალიშვილი შეფიკა გასპრინსკაია. [1] .

ალემ-ი ნისვან

Alem-i Nisvan, عالم نسوان

სპეციალიზაცია საინფორმაციო-საგანმანათლებლო ქალთა ჟურნალი
ენა ყირიმელი თათრების ენა
მთავარი რედაქტორი შეფიკა გასპრინსკაია
პუბლიკაციის დეტალები
პირველი გამოცემის თარიღი 1906
ბოლო გამოცემის თარიღი 1911
ქვეყანა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
რედაქციის მისამართი ბახჩისარაი
გამოცემის სიხშირე ყოველვირეული
დამაარსებელი ისმაილ გასპრინსკი
 
ჟურნალის გარეკანი

ქალთა მუსლიმური ჟურნალის გამოცემის იდეა ეკუთვნოდა., მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე გამომცემელს, წარმოშობით ყირიმელ თათარ ისმაილ გასპრინსკის, მეუღლის, ზუჰრა აკჩურინა- გასპრინსკაიას წინადადებით. ქალთა საკითხებთან დაკავშირებული სტატიები პერიოდულად ჩნდებოდა გასპრინსკის მთავარი გაზეთის " თერჯიმანის " გვერდებზე ( "მთარგმნელი" ) , თუმცა გადაწყდა ცალკე ისეთი ჟურნალის გამოცემა, რომელიც მთლიანად ქალთა საკითხებზე იქნებოდა ორიენტირებული..

1887 წელს ზუჰრა აკჩურინა-გასპრინსკაიას ჰქონდა პირველი მცდელობა ჟურნალ "ტერბინეს" (აღზრდა) გამოცემის.

1891 წელს გასპრინსკიმ თავად ითხოვა ნებართვა გამოექვეყნებინა გაზეთ "კადინის" დანართი თვეში ორჯერ ( "ქალი" ), თუმცა მისმა თხოვნამ შედეგი ვერ გამოიღო, ვინაიდან რუსეთის იმპერიის ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა არ მიუღია. მაგრამ 1905 წლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის შემდეგ ახალი ჟურნალის გამოცემა შესაძლებელი გახდა.

ჟურნალის მთავარი მიზანი იყო მუსლიმ ქალებში განათლების გავრცელება:  გაუნათლებლობის აღმოფხვრა, კულტურული დონის ამაღლება და შარიათის სამართლის სწავლება. გასპრინსკიმ ახალი გამოცემის რედაქტორად თავისი ქალიშვილი შეფიკა აირჩია, თუმცა თავად  რედაქტორ-გამომცემლის ფუნქციას ასრულებდა.[2]

როგორც გაზეთში დაბეჭდილი გამოცემის ანონსიდან გახდა ცნობილი,  ჟურნალი აქვეყნებდა როგორც რელიგიური ტექსტებს შარიათის მიხედვით ქალთა უფლებების შესახებ , ასევე საერო ინსტრუქციებს ჰიგიენის, საყოფაცხოვრებო სამუშაოების, ხელსაქმის შესახებ. განსაკუთრებული სექცია ეძღვნებოდა მეცნიერებასა და ლიტერატურას.   გასართობი სექციები არ იყო წაემოდგენილი; თავის შექცევის მიზნით წასაკითხად მუსლიმ ქალებს სთავაზობდნენ ცნობილი ქალების ბიოგრაფიებს, ისტორიებს სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, მხატვრული ლიტერატურის გვერდებს და წერილებს.[1] .

ჟურნალი გამოდიოდა გაზეთ „თერჯიმანის“ ყოველკვირეული უფასო ჩანართის სახით. პირველი ნომერი გამოიცა ბახჩისარაიში 1906 წლის 3 მარტს. [1] 1908-1909 წლებამდე, როცა გამოცემა ცოტა ხნით შეწყდა, ჟურნალი დამოუკიდებელ გამოცემის სახით იყო წარმოდგენილი, 1910 წელს გამოცემის განახლების შემდეგ მისი მასალები გაზეთ „თერჯიმანის“ ფურცლებზე განთავსდა. [3]

ჟურნალის ბოლო ნომერი გამოვიდა 1911 წელს. [3]

ხსოვნა და მემკვიდრეობა

რედაქტირება

2011 წელს ყირიმის საინჟინრო-პედაგოგიურ უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ჟურნალის გამოცემის 105 წლის იუბილეს. თანამედროვე ყირიმის ქალთა ჟურნალი "Arzy" ("ოცნება") თავს პირველი ქალთა ჟურნალის მემკვიდრედ თვლის. [1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Yundi Karim. "Gaspıralı Şefika". Encyclopedia of Turkish Language and Literature. III. p. 289. (თურქ.)
  • The State, Nadir (1985). History of the National Struggle of the Russian Turks. Ankara. Ss. 201-202. (თურქ.)
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Юрий Косенко. „«Алем-и нисван» - первый женский тюрко-мусульманский журнал в мире“. Ислам в Украине (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-24. ციტირების თარიღი: 2017-03-23.
  2. Kırımlı, Hakan (1996). "GASPIRALI, İsmâil Bey". Encyclopedia of Islam. 13. Turkish Religious Foundation. Ss. 392-395. Archived from the original on 7 June 2019. Retrieved 19 May 2019.
  3. 3.0 3.1 Chubukchiyeva, Lenara. "Женский вопрос на страницах журнала «Алеми нисван»" [Women's issue on the pages of the "Alem-i Nisvan" magazine]. Echoes of the Past (რუს). Archived from the original on 7 May 2018. Retrieved 25 June 2022.