ალეკო შუღლაძე
ალეკო შუღლაძე (დ. 1965) — ქართველი მწერალი, კინორეჟისორი და სცენარისტი.
ალეკო შუღლაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1965 (58–59 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი |
საქმიანობა | მწერალი, რეჟისორი, სცენარისტი |
ენა | ქართული |
ეროვნება | ქართველი |
ალმა-მატერი | თსუ |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლება
რედაქტირებადაიბადა თბილისში. 1987 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. პარალელურად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, კინორეჟისორის სპეციალობით, რომელიც 1989 წელს დაამთავრა.
კინოკარიერა
რედაქტირება1989-1993 წლებში მუშაობდა საქართველოს კინოსტუდიაში. 1994-1997 წლებში იყო მარგო კორაბლიოვას პერფორმანსის თეატრის არტისტი. 1998-2001 წლებში კინორეჟისორად მუშაობდა „კავკასიურ სახლში“, რა დროის მანძილზეც გადაიღო ათამდე დოკუმენტური ფილმი ძალადობის წინააღმდეგ. 2001-2003 წლებში რეჟისორად და სცენარისტად მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში „სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე“.
სამწერლო კარიერა
რედაქტირებაწერა 1989 წელს დაიწყო. 2001 წელს მისმა მოთხრობამ „პასუხები ერთ-ერთი მცირეტირაჟიანი ჟურნალისთვის“ მერიის სპეციალური პრიზი მოიგო. 2002 წელს გამოსცა პირველი რომანი „სამსარა“. მას მოჰყვა მოთხრობათა კრებულები: „გაქცევის მცდელობა“ (2001) და „წიგნების კაცი“ (2015). 2016 წელს ავტორმა გამოაქვეყნა რომანი „გადამალვა“, რომლისთვისაც მიიღო პრემია საბა საუკეთესო რომანის კატეგორიაში.[1]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირებამოთხრობათა კრებულები
რედაქტირება- „გაქცევის მცდელობა“ (2001)
- „წიგნების კაცი“ (2015)
რომანები
რედაქტირება- „სამსარა“ (2002)
- „გადამალვა“ (2016)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ პრემია საბას გამარჯვებულები და ნომინანტები 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-12. ციტირების თარიღი: 2022-03-18.