ალეკო შენგელიას ქუჩა

ალეკო შენგელიას ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვერე); იაკობ გოგებაშვილის ქუჩიდან მთის ფერდობამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე იაკობ გოგებაშვილის II შესახვევი იყო. 1996 წელს გაიოზ იმედაშვილის სახელი ეწოდა.[1] 2015 წელს ალეკო შენგელიას ქუჩა დაერქვა (სახელის შეცვლის დოკუმენტში აღნიშნულია როგორც იაკობ გოგებაშვილის II შესახვევი და არა როგორც გაიოზ იმედაშვილის ქუჩა). აქვს 1 შესახვევი.[2]

ალეკო შენგელიას ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის წაიონი
ისტორიული რაიონი ვერე
წინა სახელები იაკობ გოგებაშვილის II შესახვევი, გაიოზ იმედაშვილის ქუჩა
  1. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 92, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, იაკობ გოგებაშვილის II შესახვევისთვის და მასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ალეკო შენგელიას სახელის მინიჭების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (23 ივნისი, 2015). ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2024