ალეკო მახარობლიშვილი
ალეკო მახარობლიშვილი (დ. 15 აპრილი, 1955) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი.
ალეკო მახარობლიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 აპრილი, 1955 |
საქმიანობა | კინოსა და თეატრის მსახიობი. |
ალეკო მახარობლიშვილი დაიბადა 1955 წლის 15 აპრილს. თეატრალურ უნივერსიტეტში თემურ ჩხეიძის სახელოსნოში სწავლობდა. რამდენიმე წელი მოღვაწეობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 1999 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დასშია. თეატრში განასახიერა როლები ივანე (იასმინა რიზა „ART - ხელოვნება“; რეჟ. თემურ ჩხეიძე), პოლინიუსი (უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“; რეჟისორი თემურ კუპრავა), ფოცო, მოსე (გიზო ჟორდანია, ნანა ჟორდანია „თეთრი იასამანი“; რეჟ. გიზო ჟორდანია), ჯიმი ჯეკი (ბრაიან ფრილის „თარგმანები“; რეჟისორი თ. ჩხეიძე), ანტონიო (ედუარდო დე ფილიპოს „ცილინდრი“; რეჟ. თამაზ მესხი), ზურიკო (რეზო თაბუკაშვილის „რას იტყვის ხალხი“; რეჟ. ანზორ ქუთათელაძე), სოსოია (ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“, რეჟ. შალვა გაწერელია), ბიჭი (გურამ ბათიაშვილის „ორი ნოველა“, რეჟ. შ. გაწერელია), ბეგლარ ჯინჭარაძე (დავით კლდიაშვილის „ქამუშაძის გაჭირვება“; რეჟ. შ. გაწერელია), აბესალო (დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“, რეჟ. შ. გაწერელია), ქურდი აპო (ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩა“, რეჟ. შ. გაწერელია) და სხვა. გადაღებულია ფილმებსა და სერიალებში: „ძილის წინ“, „ყავა და ლუდი“, „ჩემი ცოლის დაქალები“, „მამაჩემის გერლფრენდი“ და სხვა.