ალდო მალდერა
ალდო მალდერა (იტალ. Aldo Maldera; დ. 14 ოქტომბერი, 1953, მილანი — გ. 1 აგვისტო, 2012, რომი) — იტალიელი ფეხბურთელი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ალდო მალდერა | ||
დაბადების თარიღი | 14 ოქტომბერი, 1953 | ||
დაბადების ადგილი | მილანი, იტალია | ||
გარდაცვალების თარიღი | 1 აგვისტო, 2012 (58 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | რომი, იტალია | ||
სიმაღლე | 180 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მარცხენა მცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1971–1972 | მილანი | 1 | (0) |
1972–1973 | ბოლონია | 3 | (0) |
1973–1982 | მილანი | 227 | (30) |
1982–1985 | რომა | 73 | (6) |
1985–1987 | ფიორენტინა | 18 | (0) |
1987–1988 | ლუკეზე | 0 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
1976–1979 | იტალია | 10 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ბიოგრაფია
რედაქტირებაალდო მალდერა პოზიციით მცველი იყო და გუნდში ამ პოზიციაზე ლიდერად ითვლებოდა. იგი „მილანში“ მოვიდა 1971 წელს. დებიუტი ჰქონდა 1972 წლის 26 მარტს, საფეხბურთო კლუბ „მანტოვას“ წინააღმდეგ. მალდერას საფირმო ნიშნები იყო, დრიბლინგი, სიჩქარე და ჩახვეული დარტყმები თუ გადაცემები. იგი შესანიშნავად ერთვებოდა შეტევაში თავისი ფლანგიდან, რაც მას საშუალებას აძლევდა გოლები სტაბილურად გაეტანა. მას ჰქონდა სრულფასოვანი კარიერა „მილანში“, სერია ბ-შიც კი გუნდს გაჰყვა და ამით ძალიან დიდი პატივისცემა დაიმსახურა. მალდერამ მოიგო 1 სკუდეტო და 2 კოპა იტალია შავ-წითლების შემადგენლობაში. ალდომ „მილანში“, 227-ჯერ ითამაშა, 30 გოლი გაიტანა და სამუდამოდ დარჩა „როსონერის“ საუკეთესო მცველებს შორის.
ალდო მალდერა 2012 წლის 1 აგვისტოს, 58 წლის ასაკში, გარდაიცვალა.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Goodbye Aldo დაარქივებული 2019-08-14 საიტზე Wayback Machine. . „რომას“ ოფიციალური საიტი.