ალგემაინე მილიტერცაიტუნგი

"ალგემაინე მილიტერცაიტუნგი" (Allgemeine Militärzeitung, ქართულად – „საზოგადო სამხედრო გაზეთი“) — სპეციალური სამხედრო ჟურნალი, რომელიც გამოდიოდა 1826-დან 1902 წლებში. „ალგემაინე მილიტერცაიტუნგი“ დაარსდა 1826 წელს „ალგემაინე ცაიტუნგის“ ბაზაზე და გამოდიოდა როგორც ზერეგიონული გამოცემა გერმანულენოვან სივრცეში. ეს გაზეთი ვრცელდებოდა 39 სახელმწიფოში და „ესტერრაიხიშე მილიტერიშე ცაიტშრიფტთან“ და „მილიტერ-ვოხენბლატთან“ ერთად მაშინდელი ევროპის ერთ-ერთ გავლენიან გამოცემად ითვლებოდა.

„ვოხენბლატი“ გამოიცემოდა ვენასა და ბერლინში. თუ „ვოხენბლატი“ ავსტრიისა და პრუსიის ინტერესებს ემსახურებოდა, „ალგემაინე მილიტერცაიტუნგი“ დარმშტადტში გამოდიოდა და დამოუკიდებელი გამოცემა იყო.

ამ გაზეთის დამფუძნებლად მისი პირველი მთავარი რედაქტორი ითვლება ფრიდრიხ ვილჰელმ ციმერმანი (1789-1859), რომელიც რედაქციის დატოვებამდე ანონიმად რჩებოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Flöring, Karl: „Zur Geschichte der Allgemeinen Militärzeitung, 1826-1902“. წიგნში: Militärgeschichtliche Mitteilungen. ტომი 18, № 2, 1975, გვ. 11–31.