რედაქცია
რედაქცია — რედაქტორის მიერ ტექსტის გასწორება, ლიტერატურული დამუშავება, მომზადება დასაბეჭდად ან სხვაგვარად გამოსაცემად. განასხვავებენ პოლიტიკურ, ლიტერატურულ და სამეცნიერო რედაქტირებას, თუმცა პრაქტიკაში რედაქტირება ერთიანი პროცესია, რომელიც მიზნად ისახავს შინაარსის და ფორმის სრულყოფას ავტორის ინდივიდუალურობის შენარჩუნებასთან ერთად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 328.