ალგეთის ქუჩა
ალგეთის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ხარფუხი); სოღანლუღის შესახვევიდან გიორგი მერჩულის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც შესახვევი. 20-იან წლებში ქუჩა გახდა. ალგეთის ქუჩის N1-ში განთავსებულია იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი.
საერთო ინფორმაცია | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | კრწანისის რაიონი |
წინა სახელები | ალგეთის შესახვევი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 16, ISBN 978-99928-20-35-3.