ალბურუშვილების ეკლესია

ალბურუშვილების ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ საჩალეს სამხრეთ-დასავლეთით 1,5 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა (6,6 X 4 მ), ნაგებია რიყის ქვით. წყობაში ალაგ-ალაგ გამოყენებულია შირიმის ტლანქად დამუშავებული ქვები. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: თითქმის მთლიანადაა დანგრეული აღმოსავლეთ ნაწილი, რის გამოც აფსიდის ფორმის დადგენა არ ხერხდება; კედლები l,8-2,3 მეტრზეა შემორჩენილი; სამხრეთ მინაშენის მხოლოდ კვალი შეიმჩნევა; ინტერიერი მიწითა და ქვითაა ამოვსებული. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. ორივე კარი სწორკუთხაა. სამხრეთ კარით ეკლესია მინაშენს უკავშირდებოდა. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში პატარა, სწორკუთხა სარკმელია. დანარჩენ კედლების შემორჩენილ ნაწილებში სარკმლების კვალი არ ჩანს. დასავლეთ ფასადზე კარს შირიმის განიერი საპირე ჰქონია (შემორჩენილია გვერდის ნაწილების თითო ქვა), რომლის პროფილს შეადგენს ორ ვიწრო ლილვს შორის მოქცეული ამოზნექილი გლუვი ზედაპირი. ეკლესიის დასავლეთით 2 მეტრზე, გაურკვეველი ნაგებობის ნაშთია. ეკლესიას გალავანი ჰქონდა შემოვლებული, რომლის კვალი აქა-იქღა შემორჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება