ალბულის გვირაბი
ალბულის გვირაბი (გერმ. Albulatunnel) — ალბულის რკინიგზის მთავარი ნაწილი. მდებარეობს შვეიცარიის გრაუბიუნდენის კანტონის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 1820 მ სიმაღლეზე. ალპებში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარე გვირაბი. ჩრდილოეთი შესასავლელი ბერგიუნშია (რკინიგზის სადგური პრედა), ხოლო სამხრეთი — ბევერში (რკინიგზის სადგური სპინასი). გვირაბის საერთო სიგრძე შეადგენს 5.865 კმ-ს. ერთმანეთთან აკავშირებს ალბულის ხეობას ენგადინის ხეობასთან, შესაბამისად, გაივლის რაინისა და დუნაის წყალგამყოფზე. ემსახურება სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვას. გვირაბი ალბულის უღელტეხილიდან დასავლეთით რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 1898 წელს, რომლის პროცესი დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. გაიხსნა 1904 წლის 10 ივლისს. მშენებლობაში დაიხარჯა 7,828,000 შვეიცარიული ფრანკი, საერთო ჯამში გვირაბის აშენებით 1316 ადამიანი იყო დაკავებული. მთლიანობაში რეგისტრირებულია 16 უბედური შემთხვევა; ამასთან დაკავშირებით პრედის რკინიგზის სადგურთან გახსნილია მემორიალური დაფა. 2009 წლის ივლისში რეტის რკინიგზის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ატარებენ დაკვირვებას გვირაბის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით.[1]
ჩრდილოეთი შესასვლელი | |
მიმოხილვა | |
---|---|
ხაზი | ალბულის რკინიგზა |
ადგილმდებარეობა | შვეიცარია |
სტატუსი | გახსნილი |
სისტემა | რეტიის რკინიგზა |
ინფორმაცია | |
სამუშაოს დაწყება | 1898 წელი |
გაიხსნა | 1904 წლის 10 ივლისი |
დაიხურა | — |
მფლობელი | რეტიის რკინიგზა |
ოპერატორი | რეტიის რკინიგზა |
ტრაფიკი | მატარებელი |
ტიპი | სამგზავრო/ სატვირთო |
დანაკარგი | 16 ადამიანი |
ტექნიკური მხარე | |
ხაზის სიგრძე | 5.865 კმ |
ლიანდაგის სიგანე | 1000 მმ |
ელექტრიფიცირება | საკონტაქტო ქსელი |
უმაღლესი ადგილი | 1820 მ (ზღვის დონიდან) |