ალბრეხტ II (მეკლენბურგ-შვერინი)
ალბრეხტ II (გერმ. Albrecht II; დ. 1318 — გ. 18 თებერვალი, 1379) — ჰაინრიხ II მეკლენბურგელის ვაჟი. მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგი 1329-79 წლებში. შვედეთის მეფე ალბრეხტ I-ის მამა.
ალბრეხტ II | |
---|---|
მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1329 |
მმართ. დასასრული: | 1379 |
წინამორბედი: | ჰაინრიხ II |
მემკვიდრე: | ჰაინრიხ III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1318 |
გარდ. თარიღი: | 18 თებერვალი, 1379 |
მეუღლე: |
ეფემია შვედი ადელჰეიდ ჰოენშტაინელი |
შვილები: |
ჰაინრიხ III, მეკლენბურგის ჰერცოგი ალბრეხტ I, შვედეთის მეფე მაგნუს I, მეკლენბურგის ჰერცოგი ინგებორგი, ბრანდენბურგის ჰერცოგინია ანა |
დინასტია: | მეკლენბურგელები |
მამა: | ჰაინრიხ II, მეკლენბურგის ჰერცოგი |
დედა: | ანა საქსენ-ვიტენბერგელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაალბრეხტი დაიბადა 1318 წელს ჩრდილო გერმანიაში. იგი იყო მეკლენბურგის ჰერცოგ ჰაინრიხ II-ისა და ანა საქსენ-ვიტენბერგელის ვაჟი. მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა მეკლენბურგის ლორდი ჰაინრიხ I და ანასტასია პომერანიელი, ხოლო დედის მხრიდან საქსონიის ჰერცოგი ალბრეხტ II და მისი ცოლის აგნეს ავსტრიელი.
მამის გარდაცვალების შემდეგ, 1329 წელს ალბრეხტი მეკლენბურგის ლორდი ხდება, მისი მცირეწლოვანების გამო კი რეგენტად დედამისი დაენიშნა. 1347 წელს საღვთო რომის იმპერატორმა სიგიზმუნდ I-მა მეკლენბურგი საჰერცოგოს ხარისხში აამაღლა და ალბრეხტი მისი პირველი ჰერცოგი ხდება.
1336 წლის 10 აპრილს ალბრეხტი დაქორწინდა ნორვეგიისა და შვედეთის მეფე ერიკ შვედის ერთადერთ ასულსა და ტახტის მემკვიდრე ეფემია შვედზე. ამ ქორწინებით ალბრეხტმა მოიპოვა შვედეთში გამეფების რეალური შანსი და ასევე სკანდინავიურ სამეფო ოჯახებთან დანათესავება. ამან მას საშუალება მისცა, აქტიურად ჩარეულიყო შვედეთის პოლიტიკაში.
სკანდინავიელებთან კავშირის გასამყარებლად მან თავისი უფროსი ვაჟი დანიის მეფე ვალდემარ IV-ის ასულზე დააქორწინა. მისი ვაჟი და დანიელი პრინცესა 1362 წელს შეუღლდნენ. ალბრეხტი და ვალდემარი შეთანხმდნენ, რომ მათი საერთო შვილიშვილი იქნებოდა დანიის მეფეც და მეკლენბურგის ჰერცოგიც, თუმცა მათი შვილების ქორწინებაში ბავშვი არ გაჩნდა. ამის გამო ვალდემარი ნორვეგიის დედოფალ მარგარეტე I-ს შეეკრა, რომელთან ერთადაც ჩამოაყალიბა კალმარის უნია.
ალბრეხტის ცოლის ძმის, შვედეთის მეფე მაგნუს IV-ის მმართველობა თანდათან სულ უფრო არასტაბილური ხდებოდა. მაგნუსი თავის ვაჟ ერიკს როგორც კონკურენტს ისე აღიქვამდა, რითაც სარგებლობდნენ დიდებულები და სამეფო ხელისუფლების დასუსტებას ცდილობდნენ. მას შემდეგ რაც ერიკი გარდაიცვალა, მაგნუსმა თავის მემკვიდრედ თავისი დის შვილი, ანუ ალბრეხტის ვაჟი ალბრეხტი გამოაცხადა.
ამის შემდეგ ალბრეხტი მთლიანად თავისი ვაჟისათვის შვედეთის ტახტის გამყარებით იყო გადართული. უკვე ალბრეხტისა და ეფემიას სიცოცხლეშივე იყო აღიარებული იგი შვედეთის მეფედ, რასაც ნორვეგიელები და დანიელები უარყოფითად შეხვდნენ. ისინი ერთიანი სკანდინავიური გაერთიანების ჩამოყალიბებას ცდილობდნენ, რასაც გზად შვედეთის ტახტზე ასული მეკლენბურგელები ეღობებოდნენ.
როდესაც ეფემია შვედი გარდაიცვალა, ალბრეხტმა ახალი კავშირების შესაქმნელად ადელჰეიდ ჰოენშტაინელზე იქორწინა, თუმცა მასთან შვილები არ ჰყოლია. მეორე ქორწინებიდან მალევე, 1379 წლის 18 თებერვალს ალბრეხტ II გარდაიცვალა.
შვილები
რედაქტირებაალბრეხტს შვილები მხოლოდ თავის პირველ ცოლთან, ეფემია შვედთან ჰყავდა:
- ჰაინრიხ III (1337-1383), მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგი. ცოლად შეირთო დანიისა და ნორვეგიის მეფის ასული ინგებორგ დანიელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- ალბრეხტ I (1338-1412), შვედეთის მეფე. ცოლად შეირთო აგნესა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი, რომელთანაც მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინა;
- მაგნუს I (1345-1384), მეკლენბურგის ჰერცოგი. ცოლად შეირთო ელიზაბეთ პომერანია-ვოლგანშტელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- ინგებორგი (1345-1395), პირველად იქორწინა ბავარიის ჰერცოგი ლუდვიგ VI, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ჰოლშტაინ-რენდშბარგის ჰერცოგი ჰაინრიხ II, თუმცა შვილები მხოლოდ მეორე ქმრისგან ჰყავდა;
- ანა, მასზე ცნობები არ გვაქვს;
ლიტერატურა
რედაქტირება- Horst Wernicke: Der Stralsunder Frieden von 1370. Höhepunkte hansischer Machtentfaltung oder eine Ergebnis unter vielen? In: Nils Jörn, Ralf-Gunnar Werlich, Horst Wernicke (Hrsg.): Der Stralsunder Frieden von 1370. Prosopographische Studien (= Quellen und Darstellungen zur hansischen Geschichte. NF Bd. 46). Böhlau, Köln u. a. 1998, ISBN 3-412-07798-4, S. 1–16, hier S. 8.
- Eberhard Holz, Wolfgang Huschner (Hrsg.): Deutsche Fürsten des Mittelalters. Fünfundzwanzig Lebensbilder. Edition Leipzig, Leipzig 1995, ISBN 3-361-00437-3.