ალბერტ რაზინი

უდმურტი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.

ალბერტ რაზინი (რუს. Альберт Разин; დ. 12 ივნისი, 1940 — გ. 10 სექტემბერი, 2019, იჟევსკი) — უდმურტი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე. უდმურტული ენის დაცვის აქტივისტი. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი. 2019 წლის 10 სექტემბერს უდმურტეთის რესპუბლიკის პარლამენტის წინ განახორციელა თვითდაწვის აქტი, რუსეთის ენის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

ალბერტ რაზინი
დაბ. თარიღი 12 ივნისი, 1940(1940-06-12)
დაბ. ადგილი კუზიუმოვო
გარდ. თარიღი 10 სექტემბერი, 2019(2019-09-10)[1] (79 წლის)
გარდ. ადგილი იჟევსკი
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა ეთნოგრაფი, სოციოლოგი, ფილოსოფოსი, აქტივისტი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი უდმურტეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი უდმურტეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1962 წელს დაამთავრა უდმურტეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლის კვალიფიკაციით. იყო უდმურტეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული ურთიერთობების ლაბორატორიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1992 წელს მიიღო მონაწილეობა უდმურტეთის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ინსტიტუტის შექმნაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა კიდეც.

მუშაობდა უდმურტეთის მეცნიერებათა საზოგადოებაში.

2019 წლის 10 სექტემბერს იჟევსკში, რესპუბლიკის პარლამენტის წინ, დილის 9 საათსა და 45 წუთზე რუსეთის ფედერაციის ენის პოლიტიკის გაპროტესტების ნიშნად დაიწვა თავი. ამ დროს მას ეკავა ორი პლაკატი. ერთზე ეწერა ავარელი პოეტის რასულ ჰამზათოვის სიტყვები:

 
„თუკი ხვალ ჩემი ენა გაქრება, მაშინ მე მზად ვარ დღეს მოვკვდე.“

მეორეზე კი ეწერა:

 
„მაქვს მე სამშობლო?“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება