ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალბერ მარტიეზი (ფრანგ. Albert-Xavier-Émile Mathiez; დ. 1874 – გ. 1932) — საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი გამოჩენილი სპეციალისტი და მკვლევარი. იგი ეკუთვნის ფრანგული ისტორიოგრაფიის ე.წ. წვრილბრჟუაზიულ რადიკალურ მიმდინარეობას.

ალბერტ მარტიეზი
ფრანგ. Albert Mathiez
დაბადების თარიღი 10 იანვარი, 1874(1874-01-10)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი ლა-ბრუიერი[5]
გარდაცვალების თარიღი 25 თებერვალი, 1932(1932-02-25)[5] [3] [4] (58 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი[5]
საქმიანობა პოლიტიკოსი, ისტორიკოსი[6] და უნივერსიტეტის პროფესორი
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი
ალმა-მატერი პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა[6] , ლაკანალის ლიცეუმი[6] და ბურგუნდიის უნივერსიტეტი
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენი[2]

მოსაზრებები

რედაქტირება

მის ნაშრომებში იკვეთება აშკარა სიმპატია რობერსპიერისა და იაკობინელთა მიმართ, ამიტომ ზოგი მეცნიერის აზრით ამის გამო იგი მათ ისტორიულ მნიშვნელობას გადაჭარბებით აფასებდა. იგი იაკობინური „წვრილბურჟუაზიულ“ დემოკრატიზმს სოციალიზმად თვლიდა და წვრილ ბურჟუაზიას წარმოაჩენდა ძალად, რომელსაც საზოგადოებისა და საზოგადოებრივი სტრუქტურის ძირფესვიანი შეცვლა და ახალი საზოგადოების შექმნა შეეძლო. ამ ახალ საზოგადოებაშ არ უნდა ყოფილიყო ღარიბი და მდიდარი, მჩგვრელი და ჩაგრული,იგი ფაქტობრივად პირველი ფრანგი ისტორიკოსია, რომელმაც ჯეროვანი ყურადღება დაუთმო ვანტოზის დეკრეტებს და აცხადებდა, რომ საზოგადოებაში არსებული ერთი კლასის ქონების ფართო მასშტაბით ექსპროპრიაცია მეორე კლასის სასარგებლოდ იყო საშუალება იმისა, რომ საზოგადოებაში განმტკიცებულიყო იაკობინელთა სოციალური ბაზა, რომელიც გახდებოდა ახალი საზოგადოებრივი კლასი, რომელიც არსებობისათვის რესპუბლიკის მადლიერი უნდა ყოფილიყო. იგი შენიშნავდა, რომ ქალაქებსა და სოფლის უღარიბეს ფენები მოუთმენლად ელოდებოდნენ რევოლუციის მიერ დანაპირები „თანასწორობის მეუფეობის“ დაპირების შესრულებასა და ქონებრივ გათანაბრებას.

იგი აღნიშნავდა, რომ იაკობინელებს სურდათ ვანტოზის დეკრეტების ტერორის გზით განხორციელება, რომელიც მათხელში სოციალური პოლიტიკის იარაღის როლს ასრულებდა. მარტიეზის აზით ამ დეკრეტებმა დააჩქარა რობერსპიერის მმართველობის დასასრული, რადგან მის წინააღმდეგ განაწყო მქონებელთა ფენა ე.წ „ჭაობი“ რომლებსაც საკუთარი წარმომადგენლობა ჰყავდათ ფრანგულ კონვენტში. მარტიეზი ფიქრობდა, რომ იაკობინელები ახორციელებდნენ ახალ სოციალურ რევოლუციას, რომელიც დაფუძნებული იყო თანასწორობაზე სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ ღარიბები და მდიდრები. მასვე სჯეროდა, რომ კაპიტალიზმისა და კერძო საკუთრების არსებობის პირობებში შესაძლებელია თანასწორობის პრინციპზე აგებული საზოგადოების მშნებელობა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ იგი დიდ განსხვავებას სოციალიზმსა და ეგალიტარიზმს შორის ვერხედავდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კიღურაძე გივი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, 69, თბილისი: სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1958. — გვ. 353-355.