ვანტოზის დეკრეტები

ვანტოზის დეკრეტების სახელით ცნობილი ნაბიჯები საფრანგეთის კონვენტმა 1794 წელს მიიღო (ვანტოზისაფრანგეთის რევოლუციური კალენდრის თვე).

3-4 ვანტოზს (1794 წლის 21-22 თებერვალს) მიღებული დეკრეტი ითვალისწინებდა დეკრეტს მაქსიმუმის შესახებ რომელიც აწესებდა ფასების კონტროლს სახელმწიფოში. 26 თებერვალს (8 ვანტოზი) მიღებული დეკრეტი ითვალისწინებდა დაპატიმრებულ პატრიოტთა გათავისუფლებას და საფრანგეთის რევოლუციის მტრების ქონების კონფისკაციას და მათ ღარიბ პატრიოტთა შორის გადანაწილებას. 13 მარტის (23 ვანტოზი) დეკრეტი მიმართული იყო შეთქმულებაში მონაწილეთა და რევოლუციის მტრების წინააღმდეგ გასატარებელ ახალ ღონისძიებებს.

26 თებერვლის და 3 მარტის (8 და 13 ვანტოზის) დეკრეტებს რევოლუციის მონაწილე პიერ გასპარ შომეტი დეკრეტთაგან ყველაზე დემოკრატიულ დეკრეტად ასახელებდა. ჟორჟ ლეფევრი საკუთარ ნაშრომებში დიდ ყურადრებას უთმობდა რევოლუციის აგრარულ პრობლემათა კვლევას. „ვანტოზის დეკრეტები“ მას განხილული აქვს ნაშრომში „აგრარული საკითხი ტერორის ეპოქაში“. იგი თვლიდა რომ ეს დეკრეტები გამოწვეული იყო პოლიტიკაში იმ მომენტისათვის დამდგარი პრობლემების გადასაჭრელად.ის ამბობდა, რომ ეროვნული ქონების გაყიდვა არხდებოდა ღარიბთა სასარგებლოდ და ისინი მიწის გარეშე რჩებოდნენ. შესაბამისად თუ რევოლუციურ მთავრობას სურდა მმართველობის გაგრძელება მათ ეს პრობლემა უნდა მოეგვარებინათ ღარიბ-ღატაკთათვის მიწის მიცემის გზით.ასევე საინტერსოა ის ფაქტიც, რომ ეს დეკრეტი მიიღეს მაშინ როდესაც წყდებოდა ებერისტთა ოპოზიციის საკითხი. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ დეკრეტების დედააზრი იყო ქვეყნის ღარიბი ფენისათვის ქონების გადაცემა რევოლუციის მტრების ხარჯზე.ამ დეკრეტებით იაკობინელებმა მასები მათ სასარგებლოს განაწყვეს და ებერისტების გავლენა შეასუსტეს ზუსტად მაშინ როდესაც ისინი ტერორის პერიოდში სიკვილით იქნენ დასჯილნი.საინტერესოა, რომ ეს რეფორმები თავად ებერისტების მიერ იყო წინწამოწეული.

ჟან ჟორესის აზრით „ვანტოზის დეკრეტებს“ რობერსპიერი იყენებდა არამარტო ებერისტების გასანადგურებლად, არამედ ამზადებდა ნიადაგს თვით დანტონის სიკვდილით დასასჯელად. მისი აზრით რობერსპიერი ამ დეკრეტების საშუალებით ცდილობდა, რომ რესპუბლიკაში შეექმნა მოსახლეობის ფენა, რომლებიც იქნებოდნენ ახალი რესპუბლიკის დასაყრდენი. ამ აქტების მეშვეობისთ რევოლუციის ექსპროპრიაციის საგანი ხდებოდა, როგორც ფეოდალური ასევე მტრების ხელში და ბურჟუაზიის საკუთრებაში არსებული ქონებაც.

ლიტარატურა

რედაქტირება
  • კიღურაძე გივი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, 69, თბილისი: სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1958. — გვ. 351-357.