ალბერტო აკვილანი

იტალიელი ფეხბურთელი

ალბერტო აკვილანი (იტალ. Alberto Aquilani; დ. 7 ივლისი, 1984) — იტალიელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი.

ალბერტო აკვილანი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
7 ივლისი, 1984 (1984-07-07) (40 წლის)
დაბადების
ადგილი
რომი, იტალია
სიმაღლე 186 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1999–2002 რომა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2002–2009 რომა 102 (9)
2003–2004   ტრიესტინა 41 (4)
2009–2012 ლივერპული 18 (1)
2010–2011   იუვენტუსი 33 (2)
2011–2012   მილანი 23 (0)
2012–2015 ფიორენტინა 81 (13)
2015–2016 სპორტინგი 19 (3)
2016–2017 პესკარა 19 (1)
2017   სასუოლო 16 (0)
2017–2018 ლას-პალმასი 21 (0)
ეროვნული ნაკრები
2006–2014 იტალია 38 (5)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

აკვილანის კარიერა „რომაში“ დაიწყო, ერთი წერი იჯარით „ტრიესტინაში“ გაატარა. 2009 წელს ალბერტო „ლივერპულმა“ შეიძინა, თუმცა მისი კარიერა ინგლისში ვერ აეწყო და ორჯერ გაანათხოვრეს „იუვენტუსსა“ და „მილანში“. 2012 წლიდან აკვილანი „ფიორენტინაში“ გადავიდა, ხოლო 2015 წელს „სპორტინგის“ ღირსებას იცავდა.

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

2001 წელს, როდესაც აკვილანი 17 წლის იყო, ლონდონური კლუბები, „ჩელსი“ და „არსენალი“, სთავაზობდნენ კონტრაქტს, თუმცა ორივე შემოთავაზება აკვილანიმ უარყო და ისევ „რომას“ ახალგაზრდულ გუნდში განაგრძო თამაში.

2002 წლის 10 მაისს, 18 წლის ასაკში აკვილანის დებიუტი შედგა "სერია ა-ში", რომას რიგებში „ტორინოს“ წინააღმდეგ. თამაში რომამ 3–1 მოიგო, აკვილანი კი სერია ბ-ს კლუბ ტრესტინაში გაანათხოვრეს, სადაც მან პირველ გუნდში თამაშის გამოცდილება მიიღო.

აკვილანი რომას 2004–2005 წლების სეზონში დაუბრუნდა და ძირითად გუნდში დაიმკვიდრა ადგილი, 2005 წლის 31 მარტს ალბერტო აკვილანიმ ახალ ხუთ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი რომასთან [1]. 2005–2006 წლების სეზონში აკვილანიმ მეორედ მოახერხა გაეტანა ბურთი დედაქალაქის დერბიში, ლაციოს წინააღმდეგ 26 თებერვალს 2006 წელს. ამ გამარჯვებით რომამ სერია ა-ს რეკორდი მოხსნა ზედიზედ მოგებული მატჩების მხრივ, თუმცა 2006–2007 წლების სეზონში ეს რეკორდი ინტერის მიერ დაემხო.

მომავალ სეზონში აკვილანი მოიაზრებოდა რომას საუკეთესო ფეხბურთელად. მან ამ სეზონში მე-8 ნომრით დაიწყო თამაში, რომელიც მანამდე მატეო ფერარის ეცვა. თუმცა, მან ტრავმა მიიღო, რამდენიმე თვე იუქმა და მოედანს მხოლოდ 2007 წლის მაისში დაუბრუნდა, როდესაც სეზონის დასრულებამდე მხოლოდ 3 თამაში იყო დარჩენილი.

2007–2008 წლების სეზონი მისთვის საკმაოდ კარგად დაიწყო - მან პირველ ორ თამაშში გოლი შორიდან გაუტანა ჯერ პალერმოს, ხოლო შემდეგ სიენას. მან კიდევ ერთი ტრავმა მიიღო 2007 წლის ოქტომბერში და 2008 წლის იანვარში დაბრუნდა მილანის წინააღმდეგ, მაგრამ კვლავ ტრავმა მიიღო და ის სეზონი გაუცდა. 2009 წლის 26 მაისს მან კონტრაქტი გაახანგრძლივა რომასთან 2013 წლამდე, თუმცა გუნდი იმავე სეზონში დატოვა და ლივერპულს შეუერთდა.

ლივერპული

რედაქტირება

2009 წლის 5 აგვისტოს ლივერპულმა განაცხადა აკვილანის ტრანსფერის შესახებ. 7 აგვისტოს კი საბოლოოდ დადასტურდა, რომ აკვილანიმ წარმატებით ჩააბარა სამედიცინო ტესტი და ხუთ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ლივერპულთან.[2] ლივერპულში მან 4 ნომერი მაისური მოირგო, რომელიც უკანასკნელად სამი ჰიპიას ეცვა. აკვილანი ლივერპულში ჩაბი ალონსოს ნაცვლად მივიდა, რომელიც მადრიდის რეალს შეუერთდა. აკვილანიმ თავდაპირველად ვერ მოიპოვა ადგილი ძირითადში - მან სეზონის განმავლობაში მხოლოდ 26 თამაში ჩაატარა, ორი ბურთიც გაიტანა, თუმცა იშვიათად ახერხებდა მთლიანი მატჩის ჩატარებას. სეზონის დასასრულს ლივერპულის მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და როი ჰოჯსონი მოვიდა. მან განაცხადა, რომ აკვილანის განათხოვრებას აპირებდა იტალიაში მთელი სეზონის განმავლობაში. მალე ასეც მოხდა - ის ჯერ იუვენტუსში გაანათხოვრეს, შემდეგ კი მილანში.

მიღწევები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Prolungato il contratto economico per le prestazioni sportive del calciatore alberto aquilani“ (PDF) (Italian). AS Roma. 31 March 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 9 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 24 December 2013.
  2. „Aquilani agrees contract“. Liverpool F.C. Official website. 7 August 2009. ციტირების თარიღი: 7 August 2009.