ალბერტის სამხატვრო გალერეა

ალბერტას სამხატვრო გალერეა — ხელოვნების მუზეუმი ედმონტონში, ალბერტაში, კანადაში. მუზეუმს უკავია 8,000 კვადრატული მეტრის შენობა, ჩერჩილის მოედანზე ედმონტონის ცენტრში. მუზეუმის შენობა თავდაპირველად შეიქმნა დონალდ გ. ბიტორფის და ბ. ჯეიმზ უენსლის მიერ, თუმცა რანდალ სტაუტის მიერ შენობის განახლების დროს ამ სტრუქტურის ნაწილი დაინგრა ან ნაწილი აშენდა.

ალბერტის სამხატვრო გალერეა
53°32′41″ ჩ. გ. 113°29′20″ დ. გ. / 53.54490000° ჩ. გ. 113.48900000° დ. გ. / 53.54490000; -113.48900000
დაარსდა 1924 წელს
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
მდებარეობა ალბერტა
კლასიფიკაცია სამხატვრო მუზეუმი
ვიზიტორები 77,079 (2018)[1]
დირექტორი კეტრინ კრაუსტონი [2]
ოფიციალური საიტი https://www.youraga.ca/
Map

ხელოვნების მუზეუმი შეიქმნა 1924 წელს, როგორც ედმონტონის ხელოვნების მუზეუმი. 1956 წელს მუზეუმს ედმონტონის სამხატვრო გალერეა ეწოდა. მუზეუმმა დაარსებიდან, 1924 წლიდან 1969 წლამდე, მრავალი ადგილი გამოიცვალა. მუზეუმი გადავიდა მის ახლანდელ ადგილას და გაიხსნა საზოგადოებისთვის 1969 წელს, შენობა ბრუტალისტ არტურ ბლოუ კონდელის შენობაა. 2005 წელს მუზეუმს დაარქვეს ალბერტის სამხატვრო გალერეა. 2007 წლიდან 2010 წლამდე ხელოვნების მუზეუმმა 88 მილიონი აშშ დოლარი შენობის განახლებას გამოუყო. განახლებული შენობა საზოგადოებისთვის ხელახლა გაიხსნა 2010 წლის 31 იანვარს.

მუზეუმის კოლექცია მოიცავს 6000 -ზე მეტ ნამუშევარს, ფოკუსირებულია ალბერტაში და დასავლეთ კანადის წარმოდგენილ ხელოვნებაზე. მუზეუმი თავისი მუდმივი კოლექციის გამოფენის გარდა, ასევე მასპინძლობს სამოგზაურო გამოფენებს და ვიზიტორებს სთავაზობს საჯარო საგანმანათლებლო პროგრამებს.[3]

 
მუზეუმმა პირველი გამოფენა გამართა სასტუმრო Macdonald– ში 1924 წელს

მუზეუმი შეიქმნა 1924 წელს, როგორც ედმონტონის ხელოვნების მუზეუმი, რეგიონის ხელოვნების შენარჩუნებისა და სახვითი ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით. [4] ინსტიტუტი შეიქმნა მას შემდეგ, რაც მუდ ბოუმენმა, მუზეუმების დამფუძნებელმა დირექტორმა და პრეზიდენტმა [4] [5] მოიპოვა ედმონტონის სამხატვრო კლუბის, და რამდენიმე სხვა ბიზნესისა და პოლიტიკური ლიდერის მხარდაჭერა. [4]

მუზეუმმა ჩაატარა თავისი პირველი გამოფენა სასტუმრო მაკდონალდის პალმის ოთახში, გამოფენაზე წარდგენილი იყო ედმონტონის სამხატვრო კლუბის წევრების ნამუშევრები [5], ასევე 24 ნამუშევარი ისესხეს კანადის ეროვნული გალერეის კოლექციიდან. მუზეუმის კოლექციის ზრდა შენელდა 1930-1940 წლებში, დიდი დეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომის გამო . [4]

მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მუზეუმმა გამოიცვალა სხვადასხვა ადგილი, მათ შორისაა ყოფილი ედმონტონის საჯარო ბიბლიოთეკის შენობა და სამოქალაქო ბლოკის მეოთხე სართული და ედმონტონ მოტორსი;[6] იმის გამო, რომ მუზეუმის კოლექციისა და საგამოფენო საქმიანობის ძირთადი ნაწილი იყო სახვითი ხელოვნების სფეროში, დაწესებულებამ გადაწყვიტა შეეცვალა სახელი და 1956 წელს დაირქვა ედმონტონის სამხატვრო გალერეა. [4]

მუზეუმის მშენებლობა დაიწყო 1962 წელს, მას შემდეგ, რაც ა. ე. კონდელმა, მისი შვილის, არტურ ბლოუ კონდელის სახელით სახსრები უანდერძა მუზეუმს. არქიტექტორების დონალდ გ. ბიტორფის და ბ. ჯეიმზ უენსლის დიზაინი შეირჩა შენობისთვის. ქალაქ ედმონტონმა ჩერჩილის მოედანზე მუზეუმის ახალი შენობისთვის 2, 400 კვადრატული მეტრი გამოყო. შენობა გაიხსნა 1969 წელს და ეწოდა „არტურ ბლოუ კონდელის მემორიალური შენობა“. შენობა 1977 წელს განახლდა, და შეიცვალა მუზეუმის ეზოც.

 
მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობა 2009 წლის მაისში

შენობის განახლების შესახებ განცხადებები გაკეთდა 1998 წლის ივნისში, თუმცა მისი დაფინანსების შესახებ სერიოზული მსჯელობა 2001 წლამდე არ დაწყებულა.[7] 2005 წელს მუზეუმმა არქიტექტურული კონკურსი გამართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 27 არქიტექტორმა.[7] 2005 წლის სექტემბერში, ლოს-ანჯელესში მოღვაწე არქიტექტორ რენდალ სტაუტის დიზაინი შეირჩა მუზეუმისთვის.[7] მუზეუმს დაარქვეს ალბერტას სამხატვრო გალერეა, რაც შეესაბამებოდა მასში არსებულ კოლექციას.[8]

არქიტექტურა

რედაქტირება

მუზეუმი მდებარეობს ჩერჩილის მოედანზე, საზოგადოებრივ მოედანზე, ედმონტონის ცენტრში. შენობა იკავებს 8,000 კვადრატული მეტრს, მათ შორის 3,000 კვადრატული მეტრი დათმობილია საგამოფენო სივრცეებისთვის. შენობა შეიქმნა Randall Stouts Architects-ის მიერ, ლოს-ანჯელესში და სან-ფრანცისკოში. ადგილობრივი არქიტექტორები და საინჟინრო ფირმები HIP Architects, Stantec, BPTEC Engineering და Read Jones Christoffersen ეხმარებოდნენ რენდალ სტაუტის დიზაინის გუნდს; ხოლო Ledcor კომპანიების ჯგუფმა უზრუნველყო პროექტის მშენებლობის მენეჯმენტი. რემონტის საწყისი ბიუჯეტი იყო 48 მილიონი აშშ დოლარი, თუმცა მოგვიანებით გაიზარდა 88 მილიონ დოლარამდე.

მუზეუმის მიერ გამოყენებული შენობის ორიგინალური ნაგებობა, არტურ ბლოუ კონდელის შენობა, გაიხსნა 1969 წელს დონალდ გ. ბიტორფის და ბ. ჯეიმზ უენსლის დიზაინით. ბრუტალისტური სტილის შენობა 2007 წელს, შენობის რეკონსტრუქციისათვის ნაწილობრივ დაინგრა. ამასთან, ძველი მუზეუმის სტრუქტურის დაახლოებით 67 პროცენტი შენარჩუნდა. ახალი შენობის მესამე სართულის ტერასა იყო არტურ ბლოუ კონდელის შენობის სახურავი.  

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Hill, Kate (2014). Museums and Biographies: Stories, Objects, Identities. Boydell & Brewer Ltd. 
  • Whitelaw, Anne (2017). Spaces and Places for Art: Making Art Institutions in Western Canada, 1912-1990. McGill-Queen's University Press. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Riebe, Natasha. (8 April 2019) Art Gallery of Alberta hopes continuing free admission will paint rosy future. CBC News. Canadian Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 1 November 2019
  2. Staff listing. Art Gallery of Alberta (2019). ციტირების თარიღი: 1 November 2019
  3. Who We Are - Art Gallery of Alberta. Art Gallery of Alberta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 20 სექტემბერი 2021.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Hill 2014.
  5. 5.0 5.1 Whitelaw 2017
  6. #Landmarks: Art Gallery of Alberta exhibits diverse array of visual art. Lone Media. ციტირების თარიღი: 1 November 2019
  7. 7.0 7.1 7.2 Withey, Elizabeth. (2010)Art Gallery of Alberta timeline. Edmonton Journal. Lorne Media. ციტირების თარიღი: 1 November 2019
  8. Varela, Isabela C.. Art Gallery of Alberta. albertaviews.ca. Alberta Views.