ალბელდის ბრძოლა — გაიმართა 851 წელს, კორდოვის საამიროსა და ფრანკთა სახელმწიფოს შორის. კორდოველებს ხელმძღვანელობდა მუსა იბნ მუსა ალ-კასავი, რომელიც უპირისპირდებოდა ფრანკებისა და გასკონის არმიებს. მუსლიმებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, ბრძოლის ინიციატორები იყვნენ, გაიმარჯვეს. ბრძოლა დაკავშირებულია ასტურიის ორდონიო I-ის კამპანიასთან ბასკების აჯანყების ჩასახშობად და შესაძლოა უკავშირდებოდეს აგრეთვე ზოგიერთი ფრანკი და გასკონელი ლიდერის დატყვევებას. წარსულში მას აერთიანებდნენ მონტე-ლატურსის ბრძოლასთან, რომელიც მოხდა 859 ან 860 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Pérez de Urbel, Justo. 1954. "Lo viejo y lo nuevo sobre el origen del Reino de Pamplona". Al-Andalus, 19:1–42, especially 20–6.