ალბანეთის ფეხბურთის ასოციაცია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

 

ალბანეთის ფეხბურთის ასოციაცია ( ალბ. Federata Shqiptare e Futbollit  ; FSHF ) — ფეხბურთის მმართველი ორგანო ალბანეთში . ასოციაცია დაფუძნებულია ტირანაში, ალბანეთში. ის აწყობს ალბანეთის სუპერლიგის და სუპერთასის ეროვნულ საფეხბურთო ლიგებს . ალბანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები, ალბანეთის ქალთა თასს ასევე ზედამხედველობს FSHF-ს. ასოციაცია ასევე კოორდინაციას უწევს ალბანეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრების და ალბანეთის ნაციონალურ ახალგაზრდული ფეხბურთის გუნდების საქმიანობას, როგორიცაა 21-წლამდე, 20-წლამდე, 19-წლამდე, 18-წლამდე, 17 წლამდე, 16-წლამდე და 15-წლამდე .

ალბანეთის ფეხბურთის ასოციაცია დაარსდა 1930 წლის 6 ივნისს [1] და შეუერთდა ფიფას 1932 წლის 12-16 ივნისის კონგრესზე. ასოციაცია იყო უეფას ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი 1954 წელს [2]

ფაილი:FSHF Old Logo.svg
ძველი ლოგო

2008 წლის 14 მარტს FSHF- FIFA-მ შეაჩერა "მძიმე პოლიტიკური ჩარევის გამო". ეს ნიშნავდა იმას, რომ მათ ეროვნულ გუნდებს აეკრძალათ ოფიციალური მატჩების თამაში, წარმომადგენლებს აეკრძალათ ოფიციალური ღონისძიებები და მსაჯები ვერ მართავდნენ ფიფას სანქცირებულ მატჩებს. [3] აკრძალვა მოიხსნა პოლიტიკური ჩარევების გარკვევით და 2008 წლის 27 მაისს ალბანეთმა ითამაშა ამხანაგური მატჩი პოლონეთის წინააღმდეგ.

FSHF-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი არმანდ დუკაა ამ თანამდებობაზე იგი 2002 წლიდან არის და 2010 წელს არჩევნებში მესამე ვადით მოიგო [4]

2009 წელს FSHF-სა და ალბანეთის მთავრობას დაპირისპირების დროს ქემალ სტაფას სტადიონის საკუთრებასთან დაკავშირებით. უეფა დაჟინებით მოითხოვდა, რომ სტადიონი FSHF-ის საკუთრება გამხდარიყო, რათა მასზე ინვესტიციები განხორციელებულიყო. 2011 წლის თებერვალს გადაწყდა, რომ ახალი სტადიონი, რომელიც ჩაანაცვლებს ახლანდელს ეღირება 60 მილიონი ევრო და იქნება FSHF-ს 75%, ხოლო ალბანეთის მთავრობის 25%. [5]

 
შტაბ-ბინა ტირანაში
No. Name
1 ლუიჯ შალა 1928 წ 1930 წ
2 რეჯეფ ჯელა 1930 წ 1932 წ
3 იზედინ ბეშირი 1932 წ 1932 წ
4 ანტონ მაზრეკუ 1945 წ 1970 წ
5 ზიბერ კონჩი 1970 წ 1980 წ
6 კრისტაკ მიშო 1980 წ 1990 წ
7 ედუარდ დერვიში 1990 წ 1997 წ
8 მიშო პაპადჰოფული 1997 წ 2002 წ
9 არმანდ დუკა 2002 წ მოქმედი

მიმდინარე სპონსორობა

რედაქტირება
  • Vodafone Albania
  • მაკრონი
  • SIGAL
  • ტეპელენი
  • ზენიტი
  • ამა
  • იუნიონბანკი
  • ვას ტური

Იხილეთ ასევე

რედაქტირება
  1. „Results hint at Albanian ascension“. UEFA.com. 22 January 2015. ციტირების თარიღი: 11 January 2018.
  2. „Foto e rrallë/ Ja si e ka pritur Ahmet Zogu ekipin kombëtar të futbollit“ [Rare picture / Here's how Ahmet Zogu hosted the national football team] (ალბანური). Citynews. 27 December 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-12. ციტირების თარიღი: 11 January 2018.
  3. „UEFA statement on Albania“. UEFA.com. 20 March 2008. ციტირების თარიღი: 11 January 2018.
  4. „Duka re-elected as Albanian FA president“. UEFA.com. 10 March 2010. ციტირების თარიღი: 11 January 2018.
  5. „Stadiumi i ri 60 milione euro“ [New stadium 60 million euros] (ალბანური). FSHF.org. 3 February 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-12. ციტირების თარიღი: 11 January 2018.

თარგი:Football in Albaniaთარგი:Futsal in Albaniaთარგი:Albania national football team

თარგი:Sports governing bodies in Albania