ფეხბურთი ალბანეთში

ფეხბურთი ალბანეთში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. იმართება ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ. ფეხბურთი ალბანეთში მეოცე საუკუნეში გამოჩნდა. პირველი შეხვედრა შედგა სტუდენტებსა და ქრისტიან მისიონერებს შორის, შკოდერში. თამაშის პოპულარობა თანდათან გაიზარდა და 1919 წელს დაარსდა პირველი ალბანური საფეხბურთო კლუბი „ვლაზნია“. 1920 წელს დაარსდა საფეხბურთო კლუბი „ტირანა“. ამის შემდეგ ფეხბურთმა სხვა ქალაქებშიც დაიწყო გავრცელება და 1930 წლის 6 ივნისს ალბანეთის ფეხბურთის ასოციაცია შეიქმნა. ასოციაცია 1932 წელს გახდა ფიფა-ს წევრი და ქვეყანაში ფეხბურთის მმართველ მთავარ ორგანოდ იქცა. 1954 წელს იყო უეფა-ს დამფუძნებელი წევრი. ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება 1930 წელს დაიწყო, მასში მონაწილეობას იღებდა 6 გუნდი. პირველ ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვება საფეხბურთო კლუბმა „ტირანამ“ მოიპოვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანაში ფეხბურთმა უფრო მეტი ცნობადობა მოიპოვა და შეიქმნა ინსტიტუციების მიერ მართული კლუბები, „პარტიზანი ტირანა“ (1946) და „დინამო ტირანა“ (1950) (იმართებოდნენ თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ). [1]

ქვეყანაში არსებობს 4 საფეხბურთო საფეხური, პირველია ალბანეთის საფეხბურთო სუპერლიგა რომელიც ქვეყნის მთავარი ჩემპიონატია, მის შემდეგ მოდის რანგით მეორე, ალბანეთის პირველი დივიზიონი, ხოლო შემდეგ რანგით მესამე ალბანეთის მეორე დივიზიონი. უმაღლესი ლიგის გამარჯვებული ხვდება უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო მეორე და მესამე ადგილოსნები უეფა-ს ევროპა ლიგაზე. ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ მოგებული აქვს საფეხბურთო კლუბ „ტირანას“, რომელმაც ეს 24-ჯერ მოახერხა.

სათასო შეჯიბრება

რედაქტირება

ალბანეთის საფეხბურთო თასი არის ქვეყნის მთავარი სათასო შეჯიბრება რომელიც 1939 წელს შეიქმნა. იმ შემთხვევაში თუ თასის გამარჯვებულმა ეროვნული ლიგიდან ვერ მოახერხა ევროტურნირების საგზურის მოპოვება, თასის მოგების შემთხვევაში იღებს საგზურს უეფა-ს ევროპა ლიგაზე. თასი ყველაზე მეტჯერ მოგებული აქვს „პარტიზანი ტირანას“, რომელმაც ეს 15-ჯერ მოახერხა.

ალბანეთის სუპერთასი 1989 წელს შეიქმნა, ეს არის ერთშეხვედრიანი სათასო გათამაშება რომელიც სეზონის დასაწყისში იმართება და მასში ერთმანეთს წინა სეზონის ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებულები უპირისპირდებიან. თასი ყველაზე მეტჯერ მოგებული აქვს „ტირანას“, რომელმაც ეს 9-ჯერ მოახერხა.

ალბანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

რედაქტირება

1934 წელს ალბანეთი მიწვეული იყო მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ ნაკრებს ტურნირზე მონაწილეობა არ მიუღია. ნაკრები წარმოადგენს ალბანეთს საერთაშორისო დონეზე 1946 წლიდან. 1946 წელს ნაკრებმა მოიგო ბალკანეთის თასი, მაგრამ არ მიუღია მონაწილეობა უეფა-ს და ფიფა-ს ეგიდით გამართულ დიდ საერთაშორისო ტურნირებზე, მანამ, სანამ 2015 წელს არ მიაღწია წარმატებას და არ მოიპოვა ევრო 2016-ზე მონაწილეობის უფლება. ნაკრების ყველაზე წარმატებულ მოთამაშედ ითვლებას ტომას სტრაკოშა, რომელიც ამჟამად „ლაციოს“ რიგებში გამოდის. 2020 წელს ალბანეთის ნაკრებმა მოიგო უეფა-ს ერთა ლიგის C დივიზიონი და გადავიდა B დივიზიონში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Eric Bourne. How soccer could kick off better ties for Albania and Britain: World Cup match seen as boost to Tirana's bid to resolve old disputes. CSMonitor.com. ციტირების თარიღი: 2013-12-02