ალა გორსკაია

საბჭოთა მხატვარი

ალა ალექსანდრეს ასული გორსკაია (უკრ. Алла Олександрівна Горська, დ.18 სექტემბერი, 1929, იალტა — გ.28 ნოემბერი, 1970, ვასილკოვი) — საბჭოთა მხატვარი და დისიდენტი. 1960-იან წლებში უფლებადამცველი უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში.

ალა გორსკაია
უკრ. Алла Олександрівна Горська
დაიბადა 18 სექტემბერი, 1929
დაბადების ადგილი ვასილკოვი, კიევის ოლქი, უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
გარდაიცვალა 28 ნოემბერი, 1970 (41 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვასილკოვი[1]
ეროვნება უკრაინის დროშა უკრაინა


ბიოგრაფია

რედაქტირება

ალა გორსკაია დაიბადა 1929 წლის 18 სექტემბერს, ქალაქ იალტაში. მისი მამა, ალექსნადრე გორსკი საბჭოთა კინოწარმოების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო; 1931 წელს იგი იალტის კინოსტუდიის დირექტორად დანიშნეს. 1932 წელს ალექსანდრე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ჯერ მოსკოვში გადავიდა, სადაც „ვოსტოკფილმის“[2] ხელმძღვანელი გახდა; ხოლო 1933-ში კი ლენინგრადში, სადაც ჯერ ლენინგრადის კინოსტუდიის დირექტორის მოადგილის, შემდეგ კი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ომის შემდეგ მუშაობდა ოდესისა და კიევის კინოსტუდიების დირექტორად.

დიდი სამამულო ომის დროს თერთმეტი წლის ალა, უფროს ძმასთან, არსენისთან (გარდაიცვალა 1943 წლის აპრილში, ლენინგრადის ფრონტზე ქვეითთა ბრძოლაში) და დედასთან ერთად ლენინგრადში იმყოფებოდა. ლენინგრადის ბლოკადის შემდეგ, 1943 წლის ზაფხულში ალა და დედა ალმა-ატაში ევაკუირდნენ, სადაც მამა უკვე მუშაობდა. ამავე წლის დასასრულს ოჯახი კიევში გადავიდა[3]..

1946-დან 1948 წლამდე გორსკაია სწავლობდა შევჩენკოს სახელობის კიევის ხელოვნების საშუალო სკოლაში, რომელშიც სპეციალიზაციის პედაგოგი ვლადიმერ ბონდარენკო იყო. სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა კიევის ხელოვნების ინსტიტუტის ფერწერის ფაკულტეტზე. მისი მასწავლებლები იყვნენ შარონოვი და გრიგორიევი. 1952 წელს ალა ცოლად გაჰყვა ამავე სასწავლებლის სტუდენტს, ვიქტორ ზარეცკს. ორ წელიწადში, სწავლის დასრულების შემდეგ ალა პროფესიით მუშაობდა დაზგური და მონუმენტური მხატვრობის დარგში.

1970 წლის 28 ნოემბერს გორსკაია ტრაგიკულად, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა, ქალაქ ვასილკოვოში. მისი დასაფლავება, 7 დეკემბერს ბერკოვეცკის სასაფლაოზე, კიევში, საპროტესტო მიტინგად იქცა.

შემოქმედება

რედაქტირება

1959 წელს გორსკაია მეშახტეთა ციკლის ნამუშევრებით მხატვართა კავშირში მიღეს. იგი მუშაობდა ჩერნობილის რაიონის სოფლებში. მას შექმნილი აქვს ესკიზები სპექტაკლის დეკორაციებისთვის.

1964 წელს ალამ სხვა მხატვრებთან თანამშრომლობით შექმნა ვიტრაჟი „შევჩენკო. დედა“, რომელიც განადგურდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ ქალაქის პარტიული კომიტეტის ბრძანებით. ამის შემდეგ შეიკრიბა კომისია, რომელმაც ნამუშევარი იდეოლოგიურად მტრულად დააკვალიფიცირა. გორსკაია გააძევეს მხატვართა კავშირიდან, მაგრამ ერთი წლის შემდეგ კვლავ აღადგინეს.

ის არის მრავალი ფერწერული ტილოს ავტორი, მათ შორისაა: „ავტოპორტრეტი ვაჟთან“ (1960), „მამის პორტრეტი“ (1960), „მდინარესთან“ (1962), „ვ. სიმონენკოს პორტრეტი“ (1963) და სხვა. მისი ნამუშევრები კიევის სამხატვრო მუზეუმში, კიევში ინახება.

დაღუპვის მიზეზები

რედაქტირება

ალა გორსკაიას საქმეზე გამოძიება, რომელსაც კიევის ოლქის პროკურატურა აწარმოებდა, მივიდა დასკვნამდე, რომ იგი სიმამრის მიერ იქნა მოკლული, პირადი სიძულვილის მოტივით, რომელმაც ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსია მის სიკვდილს სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს უკავშირებს, რომელმაც თითქოს შური იძია მასზე, რადგანაც ის ფლობდა მასობრივად დახვრეტილთა საფლავების შესახებ ფაქტებს.

2008-2009 წლებში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო არქივის ფონდი 16 გამოაშკარავებულ იქნა, რომელიც მოიცავს ალა გორსკაიასტან დაკავშირებულ დოკუმენტებსაც. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტისთვის მკვლელის ვინაობა და მოტივი იმაზე ადრე იყო ცნობილი, ვიდრესაგამოძიებო მოქმედებები დაიწყებოდა. ამავე დროს უშიშროება ცენტრალურ კომიტეტის აწვდიდა ინფორმაციას დეზორიენტაციისა და უკრაინული საზოგადოების შიშის შესახებ.

1999 წელს გორსკაიას საფლავზე დაიდგა ვ. პრიადკას ახალი ძეგლი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Алла Горська : Червона тінь калини : листи, спогади, статті / ред. та упоряд. О. Зарецький, М. Маричевський. — Київ: Спалах ЛТД, 1996. — 240 с.
  • Зарецький О. Алла Горська під ковпаком КДБ. Антиукраїнська спрямованість спецоперацій // Фундатор сучасного українознавства : на пошану 80-річчя Петра Кононенка : збірник матеріалів і наукових праць / Нац. НДІ українознавства ; авт.-упоряд., відп. ред.: Фігурний Ю. С.. — Київ: ННДІУ МОНМС України, 2011. — С. 54—58. — 200 с.
  • Світлична Н. О. Погром з продовженням // Світличний І. О. Світлична Н. О. З живучого племені Дон Кіхотів / Упоряд. Коцюбинська Н., Неживий О..- К.: Грамота, 2008,- с. 443—446

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Енциклопедія сучасної УкраїниІнститут енциклопедичних досліджень НАН України, 2001. — ISBN 966-02-2075-8
  2. Олексій Нирко. Ялтинська «Українська Трупа». Наукове видання. — Львів, 2015 р. — 44 с.
  3. Гунько Олександр Алла Горська перейшла на українську мову у зрілому віці // Gazeta.ua — 17 вересня 2009