ალასკის ქედი
ალასკის ქედი (ინგლ. Alaska Range) — ქედი სამხრეთ ალასკაში, ჩრდილოეთ ამერიკის კორდილირების სისტემაში. სიგრძე დაახლოებით 1000 კმ, სიგანე 120 კმ-მდე. საშუალო სიმაღლე — 3000 მ, მაქსიმალური — 6193 მ (მწვერვალი დენალი, ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლესი წერტილი). ღერძულ ნაწილში აგებულია ინტრუზიული ქანებით, კერძოდ, გრანოდიორიტებით, ხოლო განაპირა ნაწილი — დანალექი ქანებით. ალასკის ქედი წარმოიქმნა იურულ პერიოდში.[1] კალთები ციცაბო, კლდოვანი და ძლიერ დანაწევრებულია. ალასკის ქედი მნიშვნელოვანი კლიმატგამყოფია. გამყინვარების საერთო ფართობია 13900 კმ². დიდი მყინვარებია: კაჰილტნა (სიგრძე 76 კმ; ფართობი 580 კმ²), მალდროუ (სიგრძე 61 კმ; ფართობი 516 კმ²). ზოგიერთი მყინვარის ენა ჩამოდის 50-75 მ-მდე. ბევრია პულსაციური მყინვარი.[2] სამხრეთი ტენიანი კალთები 800 მ სიმაღლემდე დაფარულია წიწვიანი ტყეებით, ზემოთ მუდმივი თოვლია, რომელიც ხეობის მყინვარებს ასაზრდოებს. ჩრდილოეთი კალთები შედარებით მშრალია, ტყის საზღვარი გადანაცვლებულია 1000-1100 მ-მდე, მის ზემოთ მთის ტუნდრაა.
ალასკის ქედი | |
---|---|
დენალი | |
კოორდინატები: 63°04′10″ ჩ. გ. 151°00′26″ დ. გ. / 63.06944° ჩ. გ. 151.00722° დ. გ. | |
ქვეყანა | აშშ |
უმაღლესი წერტილი | დენალი |
სიმაღლე | 6193 მ |
სიგრძე | 1000 კმ |
სიგანე | 120 კმ |
რიგი | მწვერვალი | სიმაღლე | შეფარდებითი სიმაღლე | ტოპოგრაფიული იზოლაცია |
---|---|---|---|---|
1 | დენალი | 6168 მ | 6118 მ | 7450 კმ |
2 | ფორაკერი | 5304 მ | 2195 მ | 23 კმ |
3 | პიკი 15800 | 4816 მ | 61 მ | 1 კმ |
4 | ისტ-ბეტრესი | 4459 მ | 161 მ | 2 კმ |
5 | ჰანტერი | 4442 მ | 1409 მ | 11 კმ |
6 | ჰეისი | 4216 მ | 3500 მ | 205 კმ |
7 | კაჰილტნის პიკი-აღმოსავლეთი | 4097 მ | 452 მ | 5 კმ |
8 | ჰანტერი-შუა პიკი | 4084 მ | 152 მ | 1 კმ |
9 | ფინი | 4054 მ | 153 მ | 5 კმ |
10 | სილვერთრონი | 4029 მ | 987 მ | 13 კმ |