ალანძიის ეკლესია, ტოლოშიVIII-IX საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური ერთნავიანი დარბაზული ეკლესია მესხეთში, მდინარე ტაშლაყაშის მარჯვენა მხარეს (ასპინძის მუნიციპალიტეტი). სოფელ ტოლოშიდან მიდამოები, ნასოფლარი ალანძია.

ალანძა
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ასპინძის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ტოლოში
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაზილიკა
ხუროთმოძღვრული სტილი დარბაზული ეკლესია
თარიღდება VIII-IX საუკუნეები

ალანძას ჩრდილოეთ კედელთან შემორჩენილი აქვს მოკლე, სწორკუთხა მინაშენის ნაშთი. ნავის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე სვეტისთავებით დაგვირგვინებული თითო პილასტრია, რომლებსაც ნალისებრი მოხაზულობის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა. კედლის საშენ მასალად გამოყენებულია ტლანქად გათლილი ბაზალტის ქვები. ფასადებისა და კარ-სარკმლების კუთხეები ნაგებია სუფთად გათლილი ქვიშაქვით. ფასადები სადაა, მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა ცალკეული შემამკობელი ელემენტები.

ტაძარი სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით კლდეების ფონზე დაფერდებულ მინდორზეა აგებული, დარბაზული ეკლესიის საყრდენად სამხრეთ და დასავლეთ მხარეს ორსაფეხურიანი ციკოლია აგებული. სამშენებლოდ გამოყენებულია ადგილობრივი ბაზალტის თანაბარი ზომის უხეშად დამუშავებული და სწორ რიგებად დალაგებული ქვა (ტაძრის გარე ზომებია 5,4 X 9,8 მ). შენობის კუთხეები, სამხრეთ ფასადზე ლუნეტი, პილასტრები ტაძარში, აფსიდის მხრები, სატრიუმფო თაღი და კონქი ამოყვანილია კარგად დამუშავებული ქვიშაქვით. დარბაზი აღმოსავლეთით ნალისებური მოხაზულობის აფსიდით სრულდება. ტაძარში ორი შესასვლელია-სამხრეთის ფასადზე ოდნავ გაწეულია დასავლეთისკენ და ჩრდილოეთის-არქიტრავით გადახურული ღიობი გაჭრილია საკურთხევლის სიახლოვეს. სამხრეთის კარი გარედან გადახურულია არქიტრავითა და ნალისებური ლუნეტით. დარბაზულ ეკლესიას ჩრდილოეთიდან მცირე ზომის სწორკუთხა აფსიდიანი სამლოცველო ჰქონდა მიშენებული.მინასენი დანგრეულია, მიწის ზევით 1 მეტრამდე სიმაღლეზეა შემორჩენილი (როგორც ჩანს, სამლოცველოში შესვლა მხოლოდ ტაძრიდან შეიძლებოდა, მას სხვა კარი არც ჰქონია).

დარბაზი პილასტერებით და საბჯენი თაღით გაყოფილია ორ არათანაბარ ნაწილად, დასავლეთის მონაკვეთით თითქმის ორჯერ აღემატება საკურთხევლის წინა ნაწილს. დარბაზი სამი სარკმლით ნათდება. საკურთხევლის სარკმლის გარდა თითო სარკმელია სამხრეთისა და დასავლეთის კედლებში.

ტაძრის შიდა სივრცე საგრძნობლად მაღალია, სატრიუფო თაღი ნალისებურ მრუდს შემოხაზავს. ინტერიერი შელესილი და მოხატული ყოფილა, ნალესობის მცირე ფერადოვანი ფრაგმენტები დღესაცაა შემორჩენილი. დარბაზის იატაკზე ქვის ფილებია დაფენილი. სარკმელის ღიობები გარედან თაღოვანია (ნალისებური მოხაზულობა თვალნათლივ შეინიშნება), შიდა მხრიდან სწორკუთხაა და გადახურულია არქიტრავით.

ტაძრის ფასადები სადაა, მშენებელმა ოსტატმა ერთადერთი სამკაული, კარის ზემოთ ორსაფეხურიანი ლუნეტი, სამხრეთის ფასადზე განათავსა. კარი გადახურულია დააზლოებით 30-35 სმ. არქიტრავიტ და მასზე მორგებული ლუნეტის თაღით.

კედლის წყობიდან 10-12 სმ-ით წინაა წამოწეული. არქიტრავის კედლები თითო სფეროთი სრულდება, რომელსაც ეყრდნობა კიდეები თითო სფეროთი სრულდება, რომლებსაც ეყრდნობა ლუნეტის თაღი. ლუნეტის მეორე საფეხური, თაღი, ასევე ნალისებურ მრუდს შემოხაზავს, რომლის „საყრდენი“ წრიული ცილინდრია, მასზე ერთი ღარით სპირალია გამოყვანილი. ლუნეტის თავსართს მცირე წრეებისა და სწორი სწორი მონაკვეთების უწყვეტი ზოლი მიჰყვება, რომელიც ქვედა მხარეს შემკულია შეწყვილებული ბურთებით. ლუნეტი, სავარაუდოდ, გამჭოლი იყო და სიღრმეში „ჩავარდნილი“ კედელი მოგვიანებითაა დამატებული.

ალანძის ტაძარი ადრეული ფეოდალური ხანის ერთნავიანი ეკლესიის ნიმუშია. ნიკო ჩუბინაშვილი პირველ პუბლიკაციაში (1955 წ.) მას VIII-IX საუკუნეებით ათარიღებს. მოგვიანებით (1988 წ.) გამოცემული ნაშრომის ქრონოლოგიურ მითითებებში ტაძარი VII საუკუნის დასასრულით და VIII საუკუნის დასაწყისით დაათარიღა. ჩვენი ვარაუდით ტაძარი VII-VIII საუკუნეებშია აგებული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჩუბინაშვილი ნ., ალანძა, საქართველოს მეცნიერებათა მოამბე, XVII, 1956, № 6, გვ. 257-264
  • ახალციხის და ტაო-კლარჯეთის ეპარქია, თბ., 2013, გვ 588-593

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება