ალავერდის ოთხთავი

ალავერდის ოთხთავი — კლასიკური ხანის ქართული ხელნაწერი წიგნი, ოთხთავი. გადაწერილია შავი მთის კალიპოსის ღვთისმშობლის ლავრაში 1054 წელს XI საუკუნის ცნობილი კალიგრაფების, გიორგი და იოანე დვალის მიერ.

მათეს სახარების დასაწყისი ალავერდის ოთხთავიდან

ალავერდის ოთხთავი იმ შვიათ ოთხთავთა შორისაა, რომლებსაც მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის თხრობა, „ავგაროზის ეპისტოლე“ ერთვის. ეს ერთადერთი ქართული ხელნაწერია, რომელშიც მაცხოვრის ტილოზე აღბეჭდილი ხელთუქმნელი ხატის, ანუ მანდილიონის გამოსახულება გვხვდება.

საწერ მასალად გამოყენებულია მაღალი ხარისხის ეტრატი. შეიცავს 330 ფურცელს; ფურცლის ზომებია: 24X19 სანტიმეტრი. გადაწერილია როგორც ნუსხური, ისე ასომთავრული დამწერლობებით.

წიგნი ბაგრატ IV-ისადმი მორჩილების ნიშნად 1059 წელს საქართველოში ჩამოიტანა ლიპარიტ ბაღვაშის ძემ, ივანემ.

ალავერდის ოთხთავი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში (A-484).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 59